Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აუდიტორია 115-ის" წევრი გიორგი სოფრომაძე პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე მივიდა

24 მარტი, 2017 12:39

„აუდიტორია 115-ის" წევრი გიორგი სოფრომაძე პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე მივიდა. 

სოფრომაძე ამბობს, რომ ხულიგნობაში დადანაშაულებით „აუდიტორია 115-ის“ საქმიანობას ვერ შეაჩერებენ. 

„როგორ ჩანს, ხულიგნობად არის შეფასებული ის აქტი, როცა „აუდიტორია 115“ საშვის გარეშე შევიდა საზოგადოების კუთვნილ საჯარო სივრცეში და გამოხატა პოზიცია, აღნიშნა ის პრობლემები, რომლებიც ყოველდღიურად აწუხებს თითოეულ ადამიანს ამ ქვეყანაში. თითოეულ დასაქმებულს, მასწავლებელს, მუშას, მემანქანეს ყოველდღიურობაში.

ეს პრობლემები არის ჩვენი ყოველდღიურობა და ამაზე „აუდიტორია 115-მა“ გააკეთა განცხადება, წაიკითხა მანიფესტი და როგორც ჩანს, ეს აღმოჩნდა ხულიგნობა. ეს აღმოჩნდა ჩვენთვის ხულიგნობის ბრალდების წაყენების წინაპირობა, რაც არის სრულიად აბსურდული, მიზანმიმართული ქმედება იმ ქმედებათა შორის, რომელთაც აწარმოებენ ელიტები ეკონონომიკური თუ პოლიტიკური, „აუდიტორია 115-ის“ წინააღმდეგ.

ვინც არ უნდა სცადოს ჩვენი დაკითხვა, ბრალის წაყენება, ხულიგნობაში დადანაშაულება, თუ რაც უნდა გვიწოდონ, ეს ჩვენთვის ვერ იქნება ბარიერი იმისთვის, რომ გავაგრძელოთ გზა რომელიც ავირჩიეთ გაბატონებული წესრიგის წინააღმდეგ" - თქვა სოფრომაძემ. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს“ უთხრეს, „აუდიტორია 115-ის“ წევრების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

საქმე ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ აქციას, რა დროსაც, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, შენობაში შესვლა მოახერხეს, და მოთხოვნის შედეგად, პირდაპირ ეთერში ჩაერთვნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^