Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვას ე.წ. ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებიც შეძლებენ

24 მარტი, 2017 19:21

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას ე.წ. ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებიც შეძლებენ.

აქამდე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს შეეძლოთ. პირადობის ნეიტრალური მოწმობის  მიღება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს შეუძლიათ.

„ლიბერალთან“ საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის ეკა ადამიას თქმით, სახელმწიფოს პარტნიორ ფარმაცევტულ კომპანია „გილეადთან“ თავიდანვე ჰქონდათ მოლაპარაკებები, რომ ე.წ. ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები ჩართულიყვნენ ელიმინაციის პროგრამაში. მისი თქმით, პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რომ ამ კუთხით პროგრამა გაფართოვდეს.

„მათ იციან ჩვენი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და წამოვიდნენ ამ ნაბიჯზე, დაგვთანხმდნენ, რომ ე.წ. ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები პროგრამაში ჩართულიყვნენ. აღნიშნული მემორანდუმით უკვე გათვალისწინებულია და ამ პაციენტების მკურნალობის შესაძლებლობა გვექნება“, - ამბობს ადამია.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რაც სჭირდება ნებისმიერი დოკუმენტის ძალაში შესვლას, დამტკიცებას და როგორც კი ეს ტექნიკური დეტალები დასრულდება, პროგრამა ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებზე გავრცელდება.

მისი თქმით, ე.წ. ნეიტრალური მოწმობის მქონე პირების მკურნალობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდება.

„მედიკამენტის უსაფრთხოება აუცილებელი პირობაა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით არ იყოს რაიმე ხარვეზი“, - ამბობს ადამია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^