Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყარამანიშვილები: ხვალიდან გადავდივართ კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში

26 მარტი, 2017 16:13

„რუსთავი 2-ის“ წილის 91% -ის  მფლობელები, ძმები ლევან და გია ყარამანიშვილები ფეისბუკით მორიგ განცხადებას ავრცელებენ. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ „რუსთავი 2-მა“ მათი გუშინდელი განცხადება არასათანადოდ გააშუქა. ყარამანიშვილების განცხადებით, ხვალიდან დაიწყებენ კოლექტივთან პირდაპირ კონსულტაციებს.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი გუშინდელი განცხადება, რომელიც 15:25-ზე გავრცელდა, პრაქტიკულად არ გაშუქებულა (მშრალად გავიდა 6 საათიანი კურიერის შუაში, თემის გაუშლელად, და საერთოდ არ გაშუქებულა 9 საათიან კურიერში). ეს იმ ფონზე, როცა გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ თათბირს ამხელა დრო დაეთმო ეთერში.

 ჩვენი განცხადება რომ გაშუქებულიყო, საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი ბევრ უხერხულობას აცდებოდა (პირველ რიგში, ზემოხსენებული თათბირის კონტექსტში). ამიტომ, ხელახლა, უცვლელად ვავრცელებთ ჩვენს გუშინდელ განცხადებას (სადაც ხაზს ვუსვამთ, რომ არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება) და ხვალიდან გადავდივართ კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში“, - წერია ლევან ყარამანიშვილის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში

გუშინ ყარამანიშვილებმა „რუსთავი 2-ის“ თანამშრომელთა შეთავაზებაზე საპასუხო განცხადება გაავრცელეს და მზადყოფნა გამოთქვეს, რომ  ტელეკომპანია „საქართველოს“ აქციების საკონტროლო პაკეტი „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლებს გადასცენ („საქართველო“ ტელეკომპანიის 51%-იანი წილის მფლობელია).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^