Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთში ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა

27 მარტი, 2017 12:04

„კორუფცია მომავალს გვართმევს“, „პრემიერ-მინისტრმა პასუხი უნდა აგოს!“, „რუსეთი პუტინის გარეშე!“ - ამ ლოზუნგებით მთელი რუსეთის მასშტაბით ანტიკორუფციული საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, გუშინ საღამოს დაკავებული მოქალაქეების რიცხვი 500-მდე გაიზარდა.

რუსეთში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია OVD Info-ს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ დაკავებულთა რაოდენობა დაახლოებით 600-ია.

გუშინ დააკავეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და აქციების ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები ნავალნის დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, დაკავების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა ტვიტერით მოქალაქეებს დემონსტრაციის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„მეგობრებო, მე კარგად ვარ. ჩემს გამოსაშვებად ბრძოლა საჭირო არ არის. გზა გააგრძელეთ. ჩვენი დღის მთავარი საკითხი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა“, - განაცხადა ნავალნიმ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^