Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების ნაწილმა მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დატოვა

27 მარტი, 2017 13:33

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა, რომლებიც რეგიონებიდან რეაბილიტაციის პროგრამაში ჩასართველად დედაქალაქში გადმოვიდნენ, მაგრამ პროგრამაში დარეგისტრირება ვერ შეძლეს, ის სამუშაო შეხვედრა დატოვეს, რომელზეც მათი შვილების დაფინანსების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. ასეთი დაახლოებით 36-მდე ბავშვია. არასამთავრობო ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ წარმომადგენელმა, მარი კორკოტაძემ „ლიბერალთან" განაცხადა, რომ მერიის თანამშრომლებმა უარი განაცხადეს რეგიონებიდან გადმოსული ამ 36 ბავშვის დაფინანსებაზე და აღნიშნეს, რომ დააფინანსებენ მხოლოდ იმ ბავშვებს, ვინც რეაბილიტაციის პროგრამიდან საცხოვრებელი ადგილის თბილისშივე შეცვლის გამო გამოირიცხნენ. 

სამუშაო შეხვედრას მშობლებსა და მერიის ორ წარმომადგენელთან ერთად სერვისის მიმწოდებელი კლინიკების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. მარი კორკოტაძის ინფორმაციით, საკითხის განხილვაზე ჯანდაცვის სამინისტროდან არავინ მოსულა.

მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, მათ ბავშვების დაფინანსებასთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, ეს იყო მხოლოდ პირველი სამუშაო შეხვედრა:

„ჩვენ ველოდებით ამ 36 ბავშვის სიას, ჯერ მათი იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, გადაწყვეტილებას მერია მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს. არ ვიცი, მშობლებმა რატომ დატოვეს შეხვედრა, ჩვენ ჯერ სამუშაო რეჟიმში ვართ. პირველივე შეხვედრაზე მათ ვერანაირად ვერ ეტყოდნენ მერიის საბოლოოდ გადაწყვეტილების შესახებ", - განაცხადეს მერიაში. 

მარი კორკოტაძის ინფორმაციით, ხვალ მშობლების ნაწილი აქციებს დაიწყებს. 

ამავე თემაზე:  ვიდეო►ბავშვთა უფლებები ყველა პრემიაზე მაღლაა - რას ითხოვენ მშობლები;

 რა გადაწყდა აუტიზმის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^