Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზუგდიდის საკრებულოს პირველად ქალი თავმჯდომარე ჰყავს

27 მარტი, 2017 17:24

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დღეს დეპუტატთა ხმების უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე პირველად აირჩიეს ქალი. ნატალია შეროზიას კანდიდატურას საკრებულოს 11 წევრმა დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო. 

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ლიბერალს“ უთხრეს, ზუგდიდის საკრებულოს პირველად ჰყავს ქალი თავჯდომარე. 

ნატალია შეროზია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე საკრებულოს წევრი და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი იყო. ის საკრებულოში  „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა. მანამდე საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია იყო.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^