Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„კინოს სახლის“ მცირე კინოდარბაზის რეკონსტრუქცია დასრულდა

28 მარტი, 2017 17:41

„კინოს სახლის“ მცირე კინოდარბაზის რეკონსტრუქცია დასრულდა - „კინოს სახლის“ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უკვე გარემონტებულ დარბაზში მოეწყობა როგორც კინოჩვენებები, ასევე  სხვადასხვა ტიპის ღონისძიება. „კინოს სახლის“ Facebook გვერდზე ვკითხულობთ, რომ კინოჩვენებები „უახლოეს მომავალში“ დაიწყება.

„ლიბერალი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დარბაზი აღიჭურვა ახალი, თანამედროვე აპარატურით, რაც გულისხმობს კინოსაპროექციოს, ეკრანს, 5.1 DOLBY surround აუდიო სისტემას, საკონფერენციო აუდიო სისტემას. დარბაზში განახლდა სკამები, იატაკი, კედლები, სცენა, დამონტაჟდა სპეციალური აკუსტიკური მასალა, ახალი განათება და შეიცვალა გათბობისა და კონდენცირების სისტემა.
საქართველოს კინოაკადემიის მიზანია, რომ განახლებულმა კინოდარბაზმა გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც ალტერნატიულმა სივრცემ კინომოყვარულთათვის, აგრეთვე თანამშრომლობის ფარგლებში შესთავაზოს სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ ინსტიტუციებს მყარი კულტურული პლატფორმა, რომელიც დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებსა და მოლოდინს. აქედან გამომდინარე, კინოდარბაზს, გარდა კინოჩვენებებისა, ექნება საშუალება უახლოეს მომავალში უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს:

· პრეზენტაციებს

· მასტერკლასებს

· ვორქშოფებს

· კონფერენციებს

· ფესტივალებს

· თემატურ საღამოებს

· სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებს“, - წერია განცხადებაში

ფოტო: კინოს სახლის კინოდარბაზი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^