Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე დამნაშავედ ცნო

28 მარტი, 2017 18:30

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  გენერალური ინსპექციის  უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის დაუსწრებლად სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად  უტყუარად დადასტურდა, რომ დავით ჩხიტუნიძე 2005-2009 წლებში, სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებს. მან, როგორც საჯარო მოხელემ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს: გ. ალანიას, ა. ღაჭავას, მ. ბიბილურიძესა და ა. აფციაურს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე არაერთხელ უკანონოდ გამოიყვანა  საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. 


პროცესზე დაკითხული მოწმეებისა და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავით ჩხიტუნიძის მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ერთი ეპიზოდი) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ორი ეპიზოდი).
სასამართლომ დავით ჩხიტუნიძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სამივე ეპიზოდი დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. დ. ჩხიტუნიძეს დანაშაულთა ერთობლიობით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ განუსაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. დავით ჩხიტუნიძე იმყოფება მიმალვაში და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა“,- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^