Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების მიმართვა სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებს

28 მარტი, 2017 21:19

„რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებისადმი მიმართვას ავრცელებენ, რომელსაც „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„კიდევ ერთხელ გვინდა შევაფასოთ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები - აშკარაა ნაძარცვი ქონების გადანაწილებისა და თანამშროლების გამოყენებით დანაშაულებრივი ქმედებების გათეთრების მცდელობა. დანაშაულის ლეგიტიმაცია ვერ მოხდება, ვინაიდან საქმე რეზონანსულია და ყველას კარგად მოეხსენება, რომ 2004 წელს რუსთავი 2-ის 60% ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა დამფუძნებლებს.

დღეისათვის არსებული მდგომარეობით, არც ერთ ძირითად მოთამაშეს (მთავრობა, ნაც. მოძრაობის ორი ფრთა) არ სურს გავლენიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევზიიის არსებობა. ამ ამოცანის გადაწყვეტაში მათ ერთი საერთო ამოცანა აქვთ - მოახდინონ ნიველირება და იგნორირება იმ ფაქტისა, რომ 2004 წელს მოხდა დანაშაული, ვინაიდან ამ ფაქტის აღიარების შემთხვევაში, ვერავინ გვერდს ვერ აუვლის დამფუძნებლების კანონიერ მოთხოვნას -დაუბრუნდეთ წართმეული ტელევიზია.

ეს უდიდეს პრობლემას უქმნის ყველა მხარეს: ნაც. მოძრაობას, როგორც დანაშაულის ჩამდენს, ხოლო „ოცნებას“, როგორც დანაშაულზე რეაგირების სურვილის არმქონეს და შესაბამისად, თანამონაწილეს. ეს უკანასკნელი გარემოება აშკარად იკვეთება  თუნდაც იმ ფაქტით, რომ ოცნების მთავრობა უკვე მე-5 წელია არ რეაგირებს ჩვენ მიერ პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე.

სასამართლო დავის სტარსბურგში გადანაცვლებამ, რომელის დასრულებასაც წესით, მხარეები მოთმინებით უნდა დალოდებოდნენ, როგორც უზენაეს გადაწყვეტილებას, გამოიწვია სრულიად საპირისპირო რექაცია - მცდელობა კულუარული გარიგებებით და ღია დაპირისპირებით შეცვალონ სტატუს კვო.

სტრასბურგი მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, დავის ნებისმიერი შედეგით დასრულება მათთვის წამგებიანი იქნება. ქიბარ ხალვაშის მხარის წაგება სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენებს ქართულ მართლმსაჯულებას და ზოგადად, ქვეყნის იმიჯს. პარადოქსია, რომ ხელისუფლებას არც პროცესის მოგება აძლევს ხელს, ვინაიდან ქიბარ ხალვაშის მიერ საქმის მოგების ასეთი მაღალი დონის ლეგიტიმაცია სერიოზულად გაზრდის მისი მოქმედების დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც, თავის მხრივ, ზრდის მის მიერ ჩვენთვის დაპირებული წილების დათმობის შანსებს.

რაც შეეხება ორად გაყოფილ ნაციონალურ მოძრაობას, არსებული ბალანსის დარღვევის გზაზე პირველი ნაბიჯი გადაიდგა ყარამანაშვილების (სააკაშვილის ფრთის) მხრიდან. მათი წინადადება წილების 40% თანამშრომლებისთვის დათმობის თაობაზე არის მცდელობა - გაზარდონ საკუთარი პოზიციების მოჩვენებითი ლეგიტიმაცია სტრასბურგის პროცესში.

ამ წინადადების ნამდვილი შინაარსი ნიშნავს, რომ თანამშრომლები ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენენ სატელევიზიო პოლიტიკაზე, სამაგიეროდ, გაისვრებიან და გახდებიან ინტრიგის თანამონაწილეები, რომლის მთავარი მიზანია შეიქმნას მოჩვენებითი დემოკრატიის სურათი პროცესის წინ.

რაც შეეხება ტელევიზიის მენეჯმენტის მხრიდან (უგულავა-ბოკერიას ფრთა) გაჟღერებულ კონტრწინადადებას. საპასუხო შეთავაზება შპს-ს შექმნის თაობაზე გულსხმობს ისევ და ისევ თანამშრომლების გამოყენებით დამყარდეს კონტროლი ტელევიზიაზე. თუმცა, როგორც პირველ ვარიანტში, ახლა უკვე ე.წ. წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნით (შპს) და მისი ამ ფრთისადმი ლოიალური წევრებით დაკომპლექტებით, თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ  ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე პროცესებზე, მათ გამოიყენებენ მხოლოდ შირმად.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, როგორც ჩანს, არსებული სიტუაციიდან ამგვარ გამოსავალს პოზიტიურად უყურებს ხელისუფლებაც. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს: ამ სქემის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში დამოუკიდებელი რუსთავი 2-ის მაგივრად მივიღებთ კონტროლირებადი პარტიის მიერ კონტროლირებად ტელევიზიას!  

სურვილი - ტელევიზია გამოვიდეს პოლიტიკური დიქტატიდან გასაგები და მისასალმებელია, მაგრამ ამ სქემებიდან ნებისმიერის ამოქმედების შემთხვევაში, ეს 40 - 1000 თანამშრომელი ნებსით თუ უნებლიეთ ბინძური პოლიტიკური გარიგების ნაწილი ხდება. 

ევროპასთან დაახლოების პირველ ისტორიულ დღეს კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ამ საქმის სამართლიანად დასრულება, სანამ არ აღდგება ჩვენი, როგორც რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ორი შელახული ფუნდამენტური უფლება - კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება", - ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^