Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახიძე: კლუბური ნარკოტიკის მოხმარება თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს

28 მარტი, 2017 23:00

მოძრაობა „თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ოთარ კახიძის თქმით, კლუბური ნარკოტიკის მოხმარებაზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა არ უნდა ვრცელდებოდეს.

მისი თქმით, ის მიესალმება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უქმდება. ამასთან, კახიძე მიიჩნევს, რომ ანალოგიური მიდგომა - თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის აკრძალვა უნდა გავრცელდეს აგრეთვე კლუბურ ნარკოტიკებზე და მათ მოხმარებაზე.

„ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია. პრაქტიკულად, დრაკონური სისხლისამართლის კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს, მაგალითად გაუპატიურებისთვის 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ყაჩაღობისთვის 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ამბოხება და შეთქმულება კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ამ პირობებში, კლუბური ნარკოტიკის ქონისთვის ახალგაზრდებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან. ეს მიდგომა არის გადასახედი", - ამბობს კახიძე.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს" პარლამენტში შეაქვს ინიციატივა, რომ ნარკოტიკების მოხმარებელთა მიმართ პოლიტიკა ფუნდამენტალურად შეიცვალოს.

„აქ არ იგულისხმება რა თქმა უნდა გასაღების მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი წავიდეს ციხეში და პატიმრობა, როგორც თავისუფლების აღკვეთა არ იყოს გამოყენებული სასჯელად", - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^