Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: მამალაძეს ისეთი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება, როგორიც საქართველოში ვერ მოხერხდება

29 მარტი, 2017 11:37

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ისეთი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება, რომგორიც საქართველოში ვერ მოხერხდება, - ამის შესახებ გუშინდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. 

მისი თქმით, ეს ერთ-ერთი საფუძველი იყო იმისა, რომ დეკანოზის მიმართ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა მოსამართლემ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. 

„გვაქვს დოკუმენტაცია, რომ მამა გიორგი მამალაძემ საქართველოში ვერ გაიკეთა ოპერაცია. გადატანილი აქვს ძალიან მძიმე ოპერაცია გულზე, რომელიც გაკეთდა თურქეთში. როდესაც გაუმიზეზდა გულის პრობლემები, გადაყვანილი იყო ჩაფიძის კლინიკაში, ვინაიდან საქართველოს სამედიცინო სისტემაში ამის პრაქტიკა არ არსებობს, დიაგნოზიც კი ვერ დაუსვეს მას“, - განაცხადა ფანცულაიამ.

მისივე თქმით, დაცვის მხარემ დაასაბუთა, რომ დეკანოზის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ არსებობს. 

„მოსამართლის თვალწინ პროკურორებს დავუსვით კითხვა - არის თუ არა ერთი მოწმე მაინც, რომელზეც შესაძლებელია ბრალდებულს მოეხდინა ზეწოლა. ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ თქვა, რომ არსებობს მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე და რაც არ უნდა ირონიული იყოს, ეს თქვა იმ მოწმეზე, რომელსაც დაცვა დაჰყვება. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა მამა გიორგიმ გაანადგუროს. მამა გიორგიმ პირდაპირ გამოთქვა მზაობა, რომ ჩააბარებდა ყველანაირ საბუთს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მიიმალებოდა და არ გადაკვეთდა საზღვარს”, - განაცხადა ფანცულაიამ. 

გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დეკანოზ მამალაძის ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ მოითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე მსჯელობენ.  პროკურატურამ სასამართლოს პროცესის დახურვის შუამდგომლობით მიმართა, ვინაიდან ბრალდების მხარის მტკიცებით, დღევანდელ სხდომაზე საიდუმლო მასალები უნდა ყოფილიყო წარდგენილი, შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის საკითხზე პროცესი ნაწილობრივ დახურა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^