Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დოლაბერიძე რუსთავში დაშავებულ მუშებზე: ექიმმა გვითხრა, რომ მდგომარეობა უმძიმესია

29 მარტი, 2017 12:23

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელის თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანა შპს „ჯეოსთილში“ ფოლადსადნობი ღუმლის აფეთქების შედეგად დაშავებულები - 63 წლის იური ფუტკარაძე და 26 წლის ინდოეთის მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

მისი თქმით, მორიგე ექიმმა მათ განუცხადა, რომ დაშავებულები იმყოფებიან უმძიმესი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში; დაზიანებული აქვთ სასუნთქი გზები; თვალებში დიდი რაოდენობით უცხო სხეულისა და ნაწილაკის მოხვედრის გამო, ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მხედველობის მხრივ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ, შესაბამისად, იმყოფებიან ოფთალმოლოგების მკურნალობის ქვეშ. მათი სახის დიდი ნაწილი დამწვარია. ინდოეთის მოქალაქეს ყვრიმალზე აღენიშნება ღია ჭრილობაც, ამჟამად უტარდებათ სახისა და სხეულის გაწმენდა მურის, მტვრისა და დამწვრობის ნარჩენებისგან. ხვალიდან ისინი უკვე მკურნალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან; ამ დროისთვის ცნობიერება აქვთ და კონტაქტურები არიან, თუმცა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„კომპანიის დირექტორმა საჯივიმ, ერთ-ერთ არხზე სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ ძიება დაადგენს აფეთქების მიზეზს, სხვა მხრივ ჩვენთან შრომის უსაფრთხოების ყველა სტანდარტი დაცულიაო, ასევე განაცხადა, რომ მკურნალობის ხარჯს კომპანია თავის თავზე აიღებს, მაგრამ არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის პირვანდელი სახით აღდგენა და ისინი სრულად ან ნაწილობრივ დაკარგავენ შრომის უნარს..

რამ შეიძლება გამოიწვიოს ღუმლის აფეთქება? აი, ეს არის დასადგენი და ამას შრომის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი ადვილად დაადგენს, თუკი ქარხანაში შესვლისას ფაქტის კვლევით დაინტერესდებიან და იქ ტრეფიკინგისა და იძულებითი შრომის ძებნას არ დაიწყებენ.

წინასწარ ვკარნახობ მათ - უნდა შემოწმდეს, ჯართი როგორ მუშავდება ღუმელში ჩატვირთვამდე, ხდება თუ არა მისი გადარჩევა, დაჭრა და გამოშრობა, უნდა შემოწმდეს, აფეთქების მომენტში რა მდგომარეობაში იყო ღუმლის გაგრილების სისტემა; ხომ არ ხვდებოდა ამ სისტემიდან ღუმლის ღია სივრცეში წყლის ნაკადი; უნდა გაირკვეს, რატომ დაავალეს ამ ორ მუშას ღუმლის ტუჩის შლაკისგან გაწმენდა მაშინ, როდესაც ღუმელში ჯართი ახალი ჩატვირთული იყო და დნობას იწყებდა.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი წერილობით მოითხოვს, შეიქმნას ფაქტის კვლევის კომისია და მის მუშაობაში ჩართვის საშუალება მიეცეს პროფკავშირის შრომის ტექნიკურ ინსპექტორს.

აუცილებლად მოხდება დაშავებულთა მიმართ სამართლებრივი დაცვის შეთავაზება და მათი თანხმობის შემთხვევაში, დაშავებულთა ადვოკატირებას საქართველოს პროფკავშირების იურიდიული დეპარტამენტი მოახდენს", - წერს დოლაბერიძე facebook-ის პირად გვერდზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^