Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი ტესტი სისხლის ანალიზით სხეულში კიბოს მდებარეობას ადრეულ ეტაპზე პოულობს

29 მარტი, 2017 13:11

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სისხლის ტესტირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც არა მხოლოდ პოულობს კიბოს უჯრედებს, არამედ სხეულში მათ მდებარეობასაც ადგენს. 

The Telegraph-ის ინფორმაციით, დიაგნოსტიკის ახალმა მეთოდმა შესაძლოა, ექიმებს საშუალება მისცეს, კიბო გაცილებით ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინონ, სანამ ის კვანძების სახეს მიიღებს. 

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კიბოს უჯრედები, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩნდება, ტოვებს კვალს, რომელსაც კომპიუტერი პოულობს. 

„ჩარევის გარეშე კიბოს დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია, რამდენადაც იგი კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის საშუალებას იძლევა. რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ, პაციენტს მისი დამარცხების მეტი შესაძლებლობა აქვს" - ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯასმინ ზოუ. 

მისი თქმით, კიბოს აღმოჩენა და მისი ტიპის დადგენა სისხლის ნიმუშის გამოყენებით არის შესაძლებელი. 

ახალი მეთოდი ღვიძლის კიბოს მქონე 29 პაციენტზე, ფილტვის კიბოს მქონე 12 პაციენტსა და მკერდის კიბოს მქონე 5 პაციენტზე 10-ჯერ შეამოწმეს. 10-დან 8 შემთხვევაში ტესტმა კიბოს იდენტიფიცირება სწორად შეძლო, არასწორი დადებით დიაგნოზი კი მხოლოდ 100-დან ერთ შემთხვევაში იყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^