Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატების ვადის გადაწევაზე სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

29 მარტი, 2017 15:02

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება 14 აპრილს დასრულდება, ხოლო ხუთი კანდიდატურა მთავრობას პირველ ივლისამდე წარედგინება

უწყებაში განმარტავენ, რომ სტრასბურგის მოსამართლის კანდიდატთა საგამოცდო ვადამ მხოლოდ ერთხელ გადაიწია და ეს ცვლილება აისახა მთავრობის დადგენილებაში.

"ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებისათვის საბუთების წარდგენის ვადამ 14 მარტს გადაიწია მხოლოდ ერთხელ, ერთი თვით, და ნაცვლად  14 მარტისა, განისაზღვრა 14 აპრილით; ხოლო მთავრობისათვის კანდიდატურების წარდგენის ვადა, შესაბამისად, ნაცვლად პირველი აპრილისა, პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა. სწორედ 14 აპრილიდან პირველ ივლისამდე უნდა მოხდეს საბუთების გადარჩევა და გამოცდების ჩატარებაც. 

ცვლილება ვადაში იმით არის გამოწვეული, რომ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გადაწყვეტილებით,  სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს საპარლამენტო ასამბლეა საშემოდგომო სესიაზე აირჩევს. შესაბამისად, „PACE“-ს მიერ საქართველოს მთავრობისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდან კანდიდატურები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 31 აგვისტომდე უნდა წარედგინოს.

ამდენად, ორჯერ ვადის გადაწევას  ადგილი არ ჰქონია.  27 მარტს გამოქვეყნდა დადგენილება, თუ რა ვადაში უნდა წარუდგინოს საკონკურსო კომისიამ საქართველოს მთავრობას ხუთი კანდიდატურა, რომელთაგან მთავრობა შეარჩევს სამს. ყველა სხვა განცხადება ვადის ორჯერ გახანგრძლივების შესახებ მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს, "- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის სამი კანდიდატიდან  ერთ-ერთი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2017 წლის იანვარში უნდა აერჩიათ, თუმცა კანდიდატთა სია ჩავარდა. წარდგენილი კანდიდატები იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^