Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მძღოლს, რომელმაც სიმთვრალეში 2 ადამიანი იმსხვერპლა, სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

29 მარტი, 2017 17:18

გორის რაიონულმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კი  ავტომანქანაში  მყოფი ორი მგზავრი ადგილზე  გარდაიცვალა.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი  მტკიცებულებები და „ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობასა და მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის  წესების დარღვევაში, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ასევე ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გოგიტა ჩქოფოია დამნაშავედ ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-მუხლის პირველი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით“.  

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაჩამორთმეული გოგიტა ჩქოფოია  2016 წლის 18 მაისს ქალაქ თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ექსპლუატაციის წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა ავტომობილს.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრზე, სოფელ ოკამთან  მოძრაობისას მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გოგიტა ჩქოფოიამ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა, რის შედეგადაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან  და  ბეტონის ზღუდეს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  ავტომანქანაში  მყოფი ორი მგზავრი ადგილზე  გარდაიცვალა, ხოლო ორმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე  ხარისხის დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცველებმა გოგიტა ჩქოფოია სასამართლო განჩინების საფუძველზე 20 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის  381-მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა)  და 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის  წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ასევე  ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.  ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულს და  ცდილობდა გამოძიების შეცდომაში შეყვანას. იგი განმარტავდა, რომ  საჭესთან ის არ მჯდარა და ავტომანქანას  ავარიის შედეგად გარდაცვლილი პირი მართავდა. 
გორის რაიონულმა სასამართლომ გოგიტა ჩქოფოია სრულად ცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებებში და  დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად  14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე სამი წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება“, - წერია პროკურატურის განცხადებაში
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^