Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტრატეგიის დოკუმენტით, უნდა გაიზარდოს მოსამართლის უფლებამოსილება,გამოსაცდელი ვადა კი გაუქმდეს

04 აპრილი, 2017 20:03

იუსტიციის საბჭოს წევრთა თანდათანობითი განახლება, სპიკერ-მოსამართლის ინსტიტუტის გაძლიერება, დავების განხილვის ალტერნატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მოსამართლეთა რაოდენობის ზრდა, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის გაუქმება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ სტრატეგიის დოკუმენტშია აღნიშნული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე სტრატეგიაზე მომუშავე ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელია. მან დღეს პარლამენტში მისი ჯგუფის მიერ განხილულ საკითხებზე ისაუბრა. გოცირიძის ინფორმაციით, სტრატეგიის ნაწილია, რომ მოსამართლეების გამოსაცდელი ვადა გაუქმდეს და ყველა მოსამართლე უვადოდ დაინიშნოს. თუმცა იმასაც განმარტავს, რომ შესაძლოა, ეს ნორმა ნელ-ნელა, მას შემდეგ ამოქმედდეს, რაც იუსტიციის სკოლაში სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება და დაიხვეწება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. 

„დღეს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი ნულია. აქაც უნდა გაძლიერდეს საბჭოს როლი. პრინციპული მოთხოვნაა, რომ საბჭოს შეეძლოს, მოქმედი მოსამართლეებისგან შეარჩიოს და წარადგინოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები. საბოლოოდ კი მივიდეთ იქამდე, რომ მოსამართლეებისთვის დაწესებული გამოსაცდელი ვადა გაუქმდეს“,- განაცხადა სტრატეგიის დოკუმენტის განხილვისას ევა გოცირიძემ. 

მან საბჭოს ანგარიშვალდებულებაზეც ისაუბრა. გოცირიძის განმარტებით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ იუსტიციის საბჭო არავის წინაშე არაა ვალდებული, გარდა საზოგადოებისა და მოსამართლეთა კონფერენციისა. 

სტრატეგიის მიხედვით, კიდევ ერთი საკითხი მოსამართლეთა მუდმივი შეფასების სისტემის დანერგვაა. ევა გოცირიძის ინფორმაცით, სწორედ ამ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული მოსამართლის დაწინაურება.

დღეს გოცირიძემ საბჭოს წევრთა მანდატზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებს, როგორც მოქმედ მოსამართლეებს, მანდატი იცავთ, არამოსამართლეებს კი არა. ამიტომ ისინი თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყვნენ. 

კიდევ ერთი ინიციატივა მოსამართლის უფლებამოსილების გაზრდას ეხება. უფრო ზუსტად კი, რიგ შემთხვევებში მოსამართლეს საშუალება უნდა მიეცეს, მსჯავრდებულს, შინაგან რწენაზე დაყრდნობით, კანონით დადგენილ სასჯელზე ნაკლები მიუსაჯოს.

„ჩვენ სტრატეგიულ დოკუმენტში მიზნად დავისახეთ იმ საკანონმდებლო ნორმების იდენტიფიცირება, რომელიც მოსამართლეს ზღუდავს“.

საკუთარი ჯგუფის მიერ განხილულ საკითხებზე დღეს პარლამენტში იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, კახა სოფრომაძემაც ისაუბრა. მისი ინფორამციით, საბჭომ მოკვლევა ჩაატარა და დადგინდა, რომ მოსამრთლეების რაოდენობის თვალსაზრისით „კატასტროფული მდგომარეობაა“. მისი შეფასებით, სასამართლოები გადატვირთულია და საქმეები კანონით დადგენილ დროში ვერ სრულდება. 

„მინიმალური ევროპული ზღვარი 450 მოსამართლეა. ჩვენ კი 248 მოსამართლე გვყავს. ამ რაოდენობით რთულია ეფექტური და ხარისხიანი მართლმსაჯულების მიღწევა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს კაბინეტებიც კი არ ჰყოფნის. მისასალმებელია, რომ მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ ახალი კოსრპუსის საშენებლად თანხა გამოყო. მაგრამ ეს პრობლემა სწრაფად უნდა გადაიჭრას და მივმართავ საკანონმდებლო ორგანის, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას“.

კახა სოფრომაძემ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მასში მონაწილეობას ერთი და იგივე პირები იღებენ. 

„უკვე ზეპირად ვიცით, ვინ იქნება კონკურსზე, იმდენად მცირეა მოსამართლეობის მსურველი ადამიანი. უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა და იურიდიული გამოცდილების მქომე პირებმა ბარიერების გარეშე შეძლონ კონკურსში მონაწილეობის მიღება. მაგალითად, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ა.შ.“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სტრატეგიული კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო ორგანოებთან ერთად წარმოდგენილია 36 არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობისთვის“. დღეისათვის უკვე შემუშავებულია მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველადი ვერსია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^