Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კორეის ნახევარკუნძულთან აშშ-ის საზღვაო ხომალდების გაგზავნას ჩრდილო კორეა მუქარით ეხმაურება

11 აპრილი, 2017 20:26

ჩრდილო კორეა რეგიონში აშშ-ს საზღვაო იერიშის ჯგუფის განთავსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ამ წარმოუდგენელ აგრესიას" ნებისმიერი გზით უპასუხებს. 

ჩრდილო კორეის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ „ამჟამინდელი დაძაბული სიტუაცია" ამართლებს „თავდაცვისა და უპირატესი თავდასხმის მზადყოფნის ზომებს, რასაც ზურგს ბირთვული ძალა უმაგრებს".

 „ჩვენ აშშ-ს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას იმ კატასტროფული შედეგებისთვის, რომლებიც შესაძლოა მის აღმაშფოთებელ ქმედებებს მოჰყვეს" - ნათქვამია ჩრდილო კორეის განცხადებაში. 

გასულ კვირას ჩრდილო კორეის მიერ ყუმბარების გამოცდის შემდეგ, პენტაგონმა 97 000-ტონიანი საზღვაო ხომალდი და ორი გამანადგურებელი გაგზავნა.

ტრამპის მიერ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ჩინეთის პრეზიდენტს განუმარტა, თუ რამდენად უკეთესი იქნება ჩინეთისთვის აშშ-სთან ვაჭრობის შეთავაზება, თუკი ისინი ჩრდილო კორეასთან პრობლემას მოაგვარებენ.

„ჩრდილო კორეა პრობლემებს ეძებეს. თუკი ჩინეთი გადაწყვეტს დახმარებას, კარგი იქნება. თუკი არა - პრობლემას მათ გარეშე მოვაგვარებთ. აშშ" - წერს ტრამპი. 

აშშ-ს მიერ გაგზავნილი ხომალდის ბორტზე 5 000 ჯარისკაცი და 60 თვითმფრინავია. მას ანტისარაკეტო სისტემა იცავს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^