Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოიძე ნარკოპოლიტიკაზე: დღეს 2-ჯერ უფრო მეტი ადამიანი ისჯება, ვიდრე მკურნალობს

12 აპრილი, 2017 16:16

„დღეს 2-ჯერ უფრო მეტი ადამიანი ისჯება, ვიდრე მკურნალობს - 5000-მდე მკურნალობს, 11 000 -მდე ისჯება ყოველწლიურად. გასასამმაგებელია სერვისების მოცულობა, იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ მკურნალობის მიწოდება და ზიანის შემცირება“, - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ კონფერენციაზე, სადაც ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის მომზადებული კანონპროექტის შესახებ მსჯელობდნენ.

მისი თქმით, იმის გამო, რომ დღევანდელი საკანონმდებლო გარემო პრობლემატურია, ქვეყანაში ზიანის შემცირების პროგრამებისთვის არ არის შესაბამისი ატმოსფერო, რათა სრულყოფილად ხდებოდეს საერთაშორისოდ აპრობირებული პროგრამების განხორციელება.

„ჩვენ აქამდე ვფიქრობ, 1-სვეტიანი პოლიტიკა გვქონდა. რეალურად, ძალიან ცოტა იყო მკურნალობის წილი; ჩვენთან, სამწუხაროდ, არ არსებობდა პრევენცია. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის, ნარკოტიკების მოხმარება მავნებელია და ახალგაზრდა თაობისთვის რა პრობლემები მოაქვს, გეგმაზომირერი პრევენციული პროგრამები არ არსებობდა, სკოლაში ერთი გაკვეთილიც არ ეძღვნება ნარკოტიკებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას“, - განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათ პაკეტი, რომელიც პლატფორმის ფარგლებში მომზადდა და რომელზე მუშაობაშიც აქტიურადაა ჩართული ჯანდაცვის კომიტეტი, გადაგზავნილია პარლამენტის ყველა წევრთან, კომენტარებისთვის და მუშაობა მიდის როგორც გუნდის შიგნით, ასევე - გარეთ. შემდეგი ნაბიჯი კი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში მისი განხილვაა.

„აქ არის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე არის შემოთავაზებული სამკურნალო სარეაბილიტაციო ნაწილი - ჩვენ ამ კონცეფციის ფარგლებში შეგვეძლება, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მოვამზადოთ სისტემა. ჩემი და ბევრი ჩემი კოლეგის მტკიცე რწმენაა, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს, არამედ უნდა დაექვემდებაროს მკურნალობას, რეაბილიტაციას, დაექვემდებაროს ფსიქოლოგიურ თუ სამედიცინო დახმარებას; ამ კუთხით უნდა მომზადდეს სისტემა, რათა ჩვენ მივიღოთ ისეთივე დადებითი ცვლილება, რომელიც თავის დროზე მიიღო პორტუგალიამ; იმიტომ, რომ ის მოემზადა ამ ცვლილებისთვის, მთლიანად მოამზადა სისტემა და დღეს  უკვე, 16 წლის შემდეგ, პორტუგალიაში განახევრებულია ნარკომომხმარებელთა რაოდენობა და მას საუკეთესო ადგილი უჭირავს ევროპაში ზედოზირების შედეგად სიკვდილიანობის [დაბალი მაჩვენებლის] მხრივ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ისე, როგორ მოხდა იტალიასა და ესპანეთში, როდესაც მათ ლიბერალიზაცია გაატარეს მოუმზადებლად და შემდეგ მოუწიათ ხელახლა კრიმინალიზაცია - დეკრიმინალიზაციის შემდგომ, იმის გამო, რომ მკვეთრად იმატა ნარკომომხმარებელთა რაოდენობამ და სისტემა არ აღმოჩნდა მზად შესაბამისი სამედიცინო დახმარების გასაწევად“, - განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემის მოგვარებაზეც იზრუნებს.

„ის, რაც დღეს დიდი პრობლემაა, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სახით და რომლის აღმოფხვრაც პრობლემატურია, იმის გამო, რომ დღეს არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ინსტრუმენტები. აქაც ვთავაზობთ, რომ გათანაბრებულიყო ნარკოდანაშაულთან [ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა], რაც, ჩვენი აზრით, ეფექტიანი პრევენცია იქნება, რადგან არავინ არ წავა იმაზე, რომ 8 წლით ციხეში ჩაჯდეს“ , - განაცხადა ზოიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღესდღეობით ქვეყანაში არსებობს შესაძლებლობა, ნარკოპოლიტიკის ცვლილებები რეალურად გატარდეს.

„მგონია, რომ პარტიული ხაზები  და ბარიერები არ შეგვიშლის ხელს, ეს სასიკეთო ცვლილება გავატაროთ. ჩემი აზრით, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ C ჰეპატიტი და შიდსი. ლიბერალიზაციის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ ვერაგი დაავადებების დამარცხება, რისი უნიკალური შანსიც გვაქვს მოცემული. ეს არ მოხდება, თუ არ გამოვიყვანეთ ყველაზე პრობლემატური ჯგუფი  - 50 000 საინექციო ნარკოტიკების მომხმარებელები სინათლეზე. ისინი ციხეში კი არ უნდა ჩავსვათ, არამედ მათკენ უნდა მივმართოთ სარეაბილიტაციო ღონისძიებები. არა მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ საპატიმრო რეალურად არის სამკურნალო საშუალება, ვფიქრობ, ეს საზოგადოებამაც გაითავისა და ახლა უკვე გვაქვს შემდეგი ნაბიჯები გადასადგმელი“, - ამბობს ზოიძე.

მისივე თქმით, მცდელობა, რომ გატარებულიყო ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, მინიმუმ 2-ჯერ იყო - წინა ხელისუფლების დროს; მაშინაც სამართალდამცავი ორგანოებიდან იყო წინააღმდეგობა და დაიბლოკა. 2013 წელსაც არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდში, რამაც გამოიწვია ამ ინიციატივის შეჩერება.

„ჩემი აზრით, დღეს არის უნიკალური ფანჯარა შესაძლებლობების, რომ დავასრულოთ ეს პროცესი. ის, რომ გადაულახავი წინააღმდეგობაა, მე ასე არ მეჩვენება. იმედი მაქვს, იქნება პოლიტიკური ნება და ნების ფორმირება ხდება დღეს; და ნება თუ იქნება, შესაბამისად, სამართალდამცავი უწყებების მუშაობის გადაეწყობა ამის მიხედვით“, - განაცხადა ზოიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^