Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დოლოჭოპის სამნავიან ბაზილიკას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

18 აპრილი, 2017 11:32

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ყვარელში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს − დოლოჭოპის სამნავიან ბაზილიკას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია შეიძლება განესაზღვროს, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპსა თუ გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან.

დოლოჭოპის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.

ტაძარი აგებულია კახეთის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ტრადიციული სამშენებლო მასალით.

ბაზილიკა ხუთი წყვილი ჯვრისებრი გეგმის სვეტით სამ ნავად არის გაყოფილი. გეგმის დონეზე იკითხება სხვადასხვა პერიოდის ჩაშენებები. ტაძრის ინტერიერში უსისტემოდ განთავსებულია ქვა-ყუთი სამარხები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^