Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მედიასაშუალებები, რომლებიც ანტიდასავლურ ნარატივს აღვივებენ - MDF-ის ახალი ანგარიში

18 აპრილი, 2017 16:33

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ერთწლიანი მედიამონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. ანგარიში 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მასში მიმოხილულია  ამ პერიოდში ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაცია, რომელსაც როგორც მედიასაშუალებები, ასევე სხვა წყაროები – პოლიტიკური კლასი, სასულიერო პირები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები ავრცელებდნენ.

მედიასაშუალებები, რომლებიც ანტიდასავლურ ნარატივს აღვივებენ, ანგარიშში, ძირითადად, 2 ჯგუფადაა დაყოფილი: 1. კრემლისტური გამოცემები; 2. ანტილიბერალური, ეთნონაციონალისტური ( კრემლისტური გამოცემა: საქართველო და მსოფლიო; საქინფორმი; Politicano (ფეისბუქგვერდი). ანტილიბერალური გამოცემა: „ასავალ-დასავალი“; „ობიექტივი“; „ალია“ ჰოლდინგი) 

კვლევის მიხედვით, ამ ჯგუფების გზავნილები ძირითადად იდენტურია და თვისობრივად ერთმანეთისგან კრემლის პოლიტიკის ღია მხარდაჭერა განასხვავებს. 

„მედიასაშუალებებიდან ყველაზე მეტი ანტიდასავლური გზავნილის წყარო ინტერნეტგამოცემა Geworld.ge (საქართველო და მსოფლიო) იყო (166), სადაც სარედაქციო მასალების გარდა, 127 რესპონდენტის იდენტური გზავნილი გამოქვეყნდა; შემდეგ ადგილზეა გაზეთი „ასავალ-დასავალი“ (94), სადაც რესპონდენტების რაოდენობა, ვინც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა, ყველაზე მაღალია (237). „ასავალ-დასავალს“ მოსდევს ინტერნეტპორტალი „საქინფორმი“ (რედაქცია – 89, რესპონდენტი – 66) და ტელეკომპანია „ობიექტივი“ (რედაქცია – 42, რესპონდენტი – 135). შემდეგ ადგილზეა „ალია“ ჰოლდინგში შემავალი გამოცემები – გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ (რედაქცია – 20, რესპონდენტი – 51). შედარებით ნაკლებია სარედაქციო ანტიდასავლური კომენტარები შემდეგ გამოცემებში: ტელეკომპანია „კავკასია“ (რედაქცია – 3, რესპონდენტი – 44), გაზეთი „კვირის პალიტრა“ (რედაქცია – 1, რესპონდენტი – 8), ტელეკომპანია „მაესტრო“ (რედაქცია – 1, რესპონდენტი – 21), ინტერნეტპორტალი „მარშალპრესი“ (რედაქცია – 1, რესპონდენტი – 38). 

„რაც შეეხება გზავნილების ტიპოლოგიას მედიასაშუალებების მიხედვით, ინტერნეტპორტალ „საქართველო და მსოფლიოში“, ასევე გაზეთებში „ასავალ-დასავალსა“ და „ალიაში“ იდენტობის, ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების თემა დომინირებს და უარყოფით კონტექსტშია წარმოდგენილი; ინტერნეტპორტალ „საქინფორმის“ შემთხვევაში, ნატოს საწინააღმდეგო განცხადებები სჭარბობს, ხოლო მედიაკავშირ „ობიექტივის“ შემთხვევაში  – ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდე გ,“ - წერია კვლევაში. 

ანგარიშის მიხედვით, კრემლისტური გამოცემები, მაგალითად.  „საქართველო და მსოფლიო“ და „საქინფორმი“ მეტწილად ამკვიდრებდნენ აზრს, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას, რომ ზოოფილია, ინცესტი და გარყვნილი ცხოვრება დასავლეთში ცხოვრების ჩვეული წესია. ხშირად ხდებოდა მართლმადიდებელი რუსეთის დასავლეთის საპირწონედ წარმოჩენა: დავით მხეიძე, ავტორი: „ვისთან ურთიერთობა ურჩევნია საქართველოს – ოღრაშების, სატანის მსახურ დასავლეთთან თუ ერთმორწმუნე, მართლმადიდებელ რუსეთთან?“ - საქართველო და მსოფლიო, 13 ივლისი. 

„როგორც „საქართველო და მსოფლიო“, ასევე „საქინფორმი“ სირიაში რუსეთის ქმედებების გამართლებას ახდენდნენ: არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის რედაქტორი: „სირიაში ის- ლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის წარმატებულმა მოქმედებამ დაამტკიცა, და აქ აბსოლუტურად უსარგებლოა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები“. საქინფორმი, 26 ივლისი“. 

რაც შეეხება, ანტი-ლიბერალური, ეთნონაციონალისტური გამოცემებს, ამ ჯგუფში გაზეთები „ასავალ- დასავალი“ და ჰოლდინგ „ალიაში“ შემავალი გამოცემები („ალია“, „კვირის ქრონიკა“), ასევე პოლიტიკურ გაერთიანება „პატრიორტთა ალიანსთან“ დაკავშირებული ტელე კომპანია „ობიქეტივი“ მოხვდნენ.

„მათი გზავნილები კრემლისტური გამოცემების იდენტური იყო. აღნიშნულ მედიაპლატფორმებშიც დომინირებდა აზრი, რომ დასავლეთი ებრძვის ჩვენს სექსუალურ, რელიგიურ იდენტობას, ტრადიციებს.

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „თუ ამერიკაში შეიძლება ერთსქესიანთა სიყვარული, მაშინ დასაშვებია სატანის სიყვარულიც!.. უფრო „ცივილიზებულები“ და „ტოლერანტები“ ვიყოთ, გავიზიაროთ ეს „თანამედროვე გამოცდილება“ და ჩვენს სკოლებშიც ჩავუტაროთ ბავშვებს სექსის გაკვეთილები და ვაზიაროთ სატანიზმს?!“ „ასავალ-დასავალი“, 8-14 თებერვალი.

ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „ობამას ადმინისტრაცია, ფულითაც და ყველანაირად ახალისებდა ამ ხალხს, ხელს უწყობდა ქართული სახელმწიფოს ნგრევაში, ტრადიციების მოსპობაში“. ალია, 14-21 ნოემბერი. "

ანგარიშის ავტორების თქმით, მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩა როგორც მეინსტრიმული, ასევე ტაბლოიდური მედია: 8 ტელევიზიის პრაიმთაიმის საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვება: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ („მოამბე“), „რუსთავი 2“ („კურიერი“, P.S.), „იმედი“, („ქრონიკა“, „იმედის დრო“), „მაესტრო“ („მაესტროს კონტაქტი“ 20სთ-ზე), „ტაბულა“ („ფოკუსი“), GDS (20:30). წინასაარჩევნო პერიოდში 1 აპრილიდან მონიტორინგის სუბიექტებს დაემატა ტელეკომპანია „ობიექტივისა“ და „კავკასიის“ საინფორმაციო გამოშვებები. 6 ტელევიზიის ტოქშოუ: „რუსთავი 2“ (არჩევანი), იმედი (ღია ეთერი), მაესტრო (ღამის კონტაქტი), ობიექ- ტივი (ღამის სტუდია), კავკასია („ბარიერი“, „სპექტრი“), „ტაბულა“ („თეორემა“). 7 ონლაინგამოცემა: „საქინფორმი“, „ნეტგაზეთი“, „მარშალპრესი“, „ინტერპრესნიუსი“, „საქართველო და მსოფლიო“, PIA, „კვირის პალიტრა“. 4 გაზეთი: „რეზონანსი“, „პრაიმთაიმი“, „ასავალ-დასავალი“, „ალია“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^