საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 20-21 აპრილს საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
21 აპრილს მთავრობის კანცელარიაში დახვედრის ცერემონია გაიმართება. 11:30 საათზე იგი პრესის წინაშე ბრიფინგს გამართავს, 12:00 საათზე კი „ქორთიარდ მარიოტში" ბიზნესფორუმს დაესწრება.