Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სოლიდარობა CEU-ს" - უნგრეთის პრემიერს ხვალ თბილისში საპროტესტო აქციით დახვდებიან

20 აპრილი, 2017 12:46

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს 21 აპრილს თბილისში ვიზიტისას პროტესტით დახვდებიან.

მოქალაქეები უცხოური უნივერსიტეტების შესახებ ახალ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება CEU ქვეყნიდან გაძევება.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 21 აპრილს თბილისში იქნება. სწორედ მისი პირადი სურვილი და ახირებაა CEU-ს დახურვა და უნგრეთიდან გაძევება. გთხოვთ, მოხვიდეთ და ვაჩვენოთ მას, რომ ჩვენ არ ვართ გულგრილნი. ჩვენ, CEU-ს ქართველი კურსდამთავრებულები, შევიკრიბებით „ქორთიარდ მერიოტთან“ (თავისუფლების მოედანზე, სადაც ორბანის მისვლაა დაგეგმილი), რათა ვაჩვენოთ, რომ ის და მისი გადაწყვეტილება მარტო უნგრეთის პრობლემა არაა. შემოგვიერთდით, ვისაც გაღელვებთ დემოკრატია, ღიაობა და აკადემიური თავისუფლება!

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რეალურად მხოლოდ CEU-ს შეეხება და, ფაქტობრივად, ართმევს უნგრეთის ტერიტორიაზე უმაღლესი განათლებისა და დიპლომის გაცემის უფლებას. CEU-სა და საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტმა ამ ეტაპზე შედეგი ვერ გამოიღო. უნივერსიტეტმა უკვე შეიტანა კანონის კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელი", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

უნგრეთის პარლამენტმა დაჩქარებული წესით კანონი 4 აპრილს მიიღო, რითაც ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU) ბუდაპეშტში საქმიანობა შეეზღუდება. Reuters-ის ინფორმაციით აღნიშნული კანონი მიიღეს 123 ხმით 38-ის წინააღმდეგ. საკანონმდებლო წინადადების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. 

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 1991 წელს ჯორჯ სოროსმა დააარსა და მის დაფინანსებას დღესაც განაგრძობს. 

BBC-ის ცნობით, სოროსის მიზანი ღია საზოგადოებისა და დემოკრატიის პოპულარიზაცია იყო, თუმცა იგი ქვეყნის პრემიერის, ვიქტორ ორბანის სამიზნედ იქცა ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში. 

უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ CEU და სხვა უნივერსიტეტები, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ, კანონის ფარგლებს სცდებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^