Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

III კორპუსის რეკონსტრუქციის და ნიუსრუმის პროექტირების კონსულტაცია - GPB-ის 80000-იანი ტენდერი

20 აპრილი, 2017 13:39

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მე-3 კორპუსის რეკონსტრუქციისა და კორპუსის მიმდებარედ ახალი ნიუსრუმის შენობის პროექტირების მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და მომსახურებების ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 80 000 ლარია.

სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, მიმწოდებელმა მომსახურება უნდა უზრუნველყოს სამ ეტაპად:

დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელმა დეტალურად უნდა შეისწავლოს შემსყიდველის მოთხოვნები, გააანალიზოს და შემსყიდველთან შეთანხმებით, საკონკურსო დოკუმენტაცია შეადგინოს, რაც ითვალისწინებს - ტექნიკური დავალების, კონკურსის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრას, კონკურსის სავარაუდო ღირებულების დადგენას და სხვა ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრას, ასევე საკონკურსო დოკუმენტაციის შედგენის ეტაპზე სხვა რჩევა-რეკომენდაციების გაწევას.  

„მიმწოდებელმა საკონკურსო დოკუმენტაციის შედგენისას უნდა შეისწავლოს და დეტალურად გაწეროს „საზოგადოებრივ მაუწყებელის“ საქმიანობის სპეციფიკა, ტექნოლოგია და მშენებლობის საინჟინრო ნაწილი. შენობის ფართობის გათვალისწინებით მათი ოპტიმალურად განთავსებისთვის საჭირო სავარაუდო ფართობები, განლაგება ურთიერთდამოკიდებულებები და აღნიშნულის გათვალისწინებით საკონკურსო დოკუმენტაციის შედგენა. ასევე გასათვალისწინებელია ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით შენობის აღჭურვა და ავტომანქანის განთავსებისთვის საჭირო ავტოსადგომისა და კვების ობიექტის მოწყობა“, - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

აღნიშნულ ტენდერზე წინადადების მიღების ვადა დღეს მთავრდება. ამ ეტაპისთვის ტენდერში მონაწილეობაზე შეთავაზება ორმა კომპანიამ - შპს „ელემსიმ“ და შპს „სიემსიმ“ წარადგინა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^