Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩი“: თავდაპირველად არმაზის კერპის დაფუძნება გვსურდა

21 აპრილი, 2017 13:23

„გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია - საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია ბიბლიური თავისუფლება, მღვდელმსახურის ცნობას გასცემს, რაც  წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, იაგო ხვიჩიამ „ლიბერალს“ უთხრა, ორგანიზაცია დაახლოებით ერთი თვის წინ დააფუძნეს იუსტიციის სამინისტროში. შესაბამისად, ორგანიზაცია სახელმწიფოს მიერაა აღიარებული და მას სამართლებრივი საფუძველი აქვს, რათა მღვდელმსახურის ცნობა გასცეს. კანონის თანახმად კი, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუკი ის მღვდელმსახურია ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. მისივე თქმით, ამ გზით წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადება რეალურია, ვინაიდან, უკვე რამდენიმე ადამიანმა გაწვევა სწორედ აღნიშნული ცნობის საფუძველზე გადაავადა.

„ქართული კანონმდებლობით რელიგიური ორგანიზაცის მღვდელმსახური თავისუფლდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან. ამიტომ, თუ ადამიანს მაინც წაიყვენენ ჯარში, ეს იქნება კანონის აშკარა და უხეში დარღვევა, რაც თავისთავად არის საფუძველი სასამართლოში გასაჩივრების“,- ამბობს იაგო ხვიჩია.

მისივე თქმით, ყველა ვერ გახდება აღნიშნული რელიგიური ორგანიზაციის მღვდელმსახური, მნიშვნელოვანია, რომ მას სჯეროდეს თავისუფლების იდეალების, - „არ უნდა იყოს ფაშისტი, ჰომოფობი ან ქსენოფობი. ამ ადამიანს აქვს მოვალეობა, რომ თავისუფლების იდეის რწმენა გაავრცელოს საზოგადოებაში“,- ამბობს იაგო ხვიჩია.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თავდაპირველად რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნებაზე იუსტიციის სამინისტრომ რამდენჯერმე უარი უთხრათ:

„თავდაპირველად გვინდოდა, რომ სხვა რელიგიური ორგანიზაცია დაგვეფუძნებინა, იუსტიციის სამინისტრომ რამდენჯერმე გვითხრა უარი, ბოლოს დავაფუძნეთ საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია ბიბლიური თავისუფლება, რაზეც უარი ვერ გვითხრეს, რადგან ქრისტიანულ კონფესიას მიეკუთვნება. თავიდან გავინდოდა რაიმე ნეიტრალური ტიპის ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც მსოფლიოში არის ცნობილი, ასევე გვინდოდა, მაგალითად, არმაზის კერპის დაფუძნება და გვითხრეს უარი იმ მოტივით, რომ ეს საქართველოსთვის არ არის ტრადიციული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისტორიული წყაროები გვქონდა თან დართული, რომ არმაზის კერპი საქართველოშიც არის ტრადიციული რელიგია“,- ამბობს იაგო ხვიჩია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^