Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაკო ნაცვლიშვილი - სოციალური დაცვის უფლება, მოქმედი კონსტიტუციის 32-ე მუხლი, უფლება აღარ იქნება

22 აპრილი, 2017 18:14

სოციალური დაცვის უფლება, მოქმედი კონსტიტუციის 32-ე მუხლი, უფლება აღარ იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი წევრი, ვაკო ნაცვლიშვილი ავრცელებს.

საუბარია  საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის საკითხის ძირითადი უფლებების ნაწილიდან, ზოგადი დებულებების თავში გადატანაზე. ეს კი ნიშნავს, რომ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, უფლებათა თავის კატეგორიიდან ასევე ზოგად დებულებებში გადანაცვლდა.

საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი შეხვედრის დაწყებამდე, "ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრმა" კომისიას მოუწოდა სოციალური უფლებების დაცვის სტანდარტების გაუარესებისთვის მხარი არ დაეჭირა. EMC-ის წარმომადგენლების მოსაზრებით, ხსენებული საკითხების ზოგადი დებულებების ნაწილში გადატანა ზღუდავს მათი უფლების დამდგენი შინაარსით გამოყენების შესაძლებლობას.

"დაპირება, რომ არც ერთი უფლების სტანდარტი არ გაუარესდებოდა, არ შესრულდა.

მთავარი დარტყმა მეორე თავში ამ უფლებას მიადგა. იმ უფლებას, რომლითაც დღეს იქ ხალხი სარგებლობს, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. იმ ხალხს წაართვეს ეს უფლება, ვინც ამის შესახებ ვერც შეიტყობს - ტელევიზორიც არ აქვთ. თუ ტელევიზორი აქვთ, მაშინ საარსებო შემწებას ვერ იღებენ. ამას ანონიმური ცვლილება ქვია. ამ უფლების ამოღება 2010 წლის რეფორმის დროსაც კი ვერ გაბედეს. ამ უფლების ამოღების გამო სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, მეორე თავის წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს ძალიან მნიშვნელივანია", - წერს თავის ფბ გვერდზე კომისიის წევრი, ვაკო ნაცვლიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^