Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: მაისში საქართველოში შემოსვლაზე უარი "ღამის მგლების" ჯგუფის 100-ზე მეტ წევრს ეთქვა

09 მაისი, 2017 14:46

„8 დღის მანძილზე საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა "ღამის მგლების" ჯგუფის 100-ზე მეტ წევრს“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორამციით, ქვეყანაში ყოველდღიურად, ტურისტული და ტრანზიტული მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ბაიკერი შემოდის.

„აღნიშნულ ტურისტულ ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა დროს, საქართველოში, ლეგალური დოკუმენტაციითა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე, შემოვიდა რამდენიმე ერთეული (დაახლოებით, 2-3) ბაიკერი. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საზღვარზე ამ ადამიანებს „ღამის მგლების“ არანაირი ატრიბუტიკა არ გააჩნდათ. 
შსს-ს მოქმედებების შედეგად, რუსი ბაიკერების - „ღამის მგლების“ ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა. უწყება მომავალშიც არ მიესალმება მსგავსი ჯგუფების საქართველოში ვიზიტს“,- აღნიშნავს თეა პერტაია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 აპრილი
20 აპრილი

ზუგდიდში მოწამლული 10 უცხოელი ბავშვის სა ...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ „ევექსში&ldqu ...
20 აპრილი
20 აპრილი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფე ...

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხე ...
20 აპრილი
20 აპრილი

შსს: „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართუ ...
^