სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობის კონტროლის გასული კვირის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, სეს-მა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 109 ინსპექტირება ჩაატარა.
„ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნესოპერატორთან; დოკუმენტურად შემოწმდა 216; ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 40 ნიმუში“.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილი შეუსაბამობებისათვის დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობების გამო კი, საწარმოო პროცესი და საქმიანობა 4 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა.