Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროექტით, განისაზღვრება, რა მიიჩნევა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებად

16 მაისი, 2017 17:33

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, განისაზღვრება თუ რა მიიჩნევა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებად. კანონპროექტის ავტორი ირაკლი სესიაშვილია. 

ცვლილება სისხლის სამართლის 356-ე მუხლში შედის. დღეს მოქმედი რედაქცია ზოგადია და არ აკონკრეტებს, თუ რა მიიჩნევა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებად. შემოთავაზებული ცვლილებით კი, დასჯადი ხდება „წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით“.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისას პრაქტიკაში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც წვევამდელები სამხედრო სამსახურის გავლას თავს არიდებენ ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარი მოტყუებით. 

„ბიბლიური თავისუფლება“ სესიაშვილის ინიციატივას აბსურდულს უწოდებს და თავისი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობად აფასებს. რელიგიური ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კანონპროექტი არსებითად არაფერს ცვლის, რადგან: 

  • ჯარიდან თავის არიდება დღესაც დასჯადი ქმედებაა და კანონპროექტითაც ასეთად რჩება; 
  • „ბიბლიური თავისუფლება“ დღესაც სახელმწიფოს მიერ აღიარებული ეკლესიაა და მომავალშიც ასეთად დარჩება. ისევე, როგორც მღვდელთმსახურის სტატუსის მინიჭება იქნება ეკლესიის შიდა საქმე და მღვდელთმსახურობაა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველი;
  • „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელთმსახურად გახდომა განმარტოს, როგორც ჯარიდან თავის არიდების მიზნით „სხვაგვარ მოტყუებად“ - ისეთივე აბსურდია, როგორც უნივერსიტეტში სწავლა განიმარტოს ჯარიდან თავის არიდების მიზნით „სხვაგვარ მოტყუებად“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^