Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2016 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებისთვის ბრალი 13 პირს წარუდგინეს

16 მაისი, 2017 19:27

2016 წლის მარტში პირადი და ოჯახური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების შენახვისა და გავრცელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით ბრალი 5 პირს წარედგია.  ამას გარდა, 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ სსკ-ის 333-ე მუხლით ბრალი 8 პირს წარუდგინა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულებს შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი.

რაც შეეხება გამოძიებას, შსს-ს ინფორმაციით, 2016 წელს 157-ე მუხლით გამოძიება 21 საქმეზე დაიწყო, საიდანაც 4 მათგანზე სისხლისსამართლებრივი დევნა გამოცხადდა. ხოლო 17 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ამასთან, სსკ-ის 157მუხლით გამოძიება 3 საქმეზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. 

როგორც შუალედურ ანგარიშში ვკითხულობთ, საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა შეისწავლა მონაცემთა დამუშავება 91 საჯარო და 239 კერძო ორგანიზაციაში. შედეგად 121 ორგანიზაციაში სამართალდარღვევის 195 ფაქტი გამოვლინდა. მათგან ჯარიმა 60 სუბიექტს დაეკისრა, ხოლო ხანდაზმულობის გამო პასუხისმგებლობა 28 სუბიექტს ვერ დაეკისრება.  

ანგარიშში რეკომენდაციებზეცაა საუბარი და აღნიშნულია, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის მიზნით პერსონალუ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო უნდა შეიმუშაოს. ხოლო პროკურატურამ პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე ეფექტიანი სისხლის სამართალწარმოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^