Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იანოშ ჰერმანი: ხაზგასმით აღვნიშნავ, ევროკავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის ე.წ. არჩევნებს

17 მაისი, 2017 13:47

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებს.  

„მე ვესაუბრე ბატონ მინისტრის მოადგილეს ახლახან გამართული შეხვედრის შესახებ და მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს. რასაც ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ბატონ მინისტრის მოადგილესთან ჩვენ ვისაუბრეთ ამ სფეროში თანამშრომლობაზე“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. 

ელჩი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში  საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილეს, დავით დონდუას შეხვდა. 

 იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, რომ ის გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას, ხოლო კონკრეტულად ვიზიტთან დაკავშირებით კი თქვა, რომ ზალბერი თავად გააკეთებს განმარტებას.

ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული თანამდებობის დაკავება მიულოცა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^