Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მწვანე ალტერნატივის" საჩივარი დარიალი ჰესის პროექტზე EBRD-მა დააკმაყოფილა

17 მაისი, 2017 17:45

„მწვანე ალტერნატივის" ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმმა დააკმაყოფილა მათი საჩივარი დარიალი ჰესის პროექტზე. მათი თქმით, ბანკმა გაიზიარა „მწვანე ალტერნატივისა“ და  არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდის“ მიერ საჩივარში აღწერილი დარღვევები. „ლიბერალი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა  ბანკის დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმის (PCM) მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის თანახმადაც, EBRD-მ დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები, როცა მიიღო გადაწყვეტილება დარიალი ჰესის დაფინანსების თაობაზე. ამ ნაბიჯით, ბანკმა გაიზიარა მწვანე ალტერნატივასა  და  არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდას“ მიერ საჩივარში აღწერილი დარღვევები.

PCM-ის მომზადებული დასკვნის თანახმად,  EBRD-მ  სათანადოდ არ შეაფასა  პროექტთან დაკავშირებული გეოდინამიკური რისკები დარიალ ჰესის  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშში.  დასკვნაში აღნიშნულია, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში შეფასებული იყო მხოლოდ პროექტის განხორციელებით გამოწვეული რისკები, და არა ისეთი საფრთხეები, როგორიცაა მეწყერები და ღვარცოფები, რომელთაც  შესაძლებელია  საფრთხე შეუქმნას დარიალი ჰესის ინფრასტრუქტურას,  მომუშავე და საპროექტო არეალში მყოფ ადამიანებს.  შესაბამისად, პროექტის დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებით ბანკმა დაარღვია საკუთარი  გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა.

დასკვნა ადასტურებს, რომ  არ იყოს შესწავლილი ასევე მდინარე თერგში  წყლის ხარჯის უახლესი მონაცემები.  შესაბამისად, ბანკის გადაწყვეტილება  ეფუძნებოდა  მოძველებულ მონაცემებს (1990 წელი და ძველი). გამომდინარე ზემოთქმულიდან,  EBRD-მ ამ შემთხვევაშიც დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა (შესაბამისობის სტანდარტი: 1.5)

დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმმა მოუწოდა EBRD-ს, რომ დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან მიმართებაში:

- უზრუნველყოს, როგორც პროექტის მიერ წარმოქმნილი, ასევე პროექტისგან დამოუკიდებლად არსებული რისკების/საფრთხეების გამოვლენა და მათი ინტეგრირება  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშში;

- უზრუნველყოს ბსგზშ ანგარიშში გარემოსდაცვითი მონაცემების განახლება, მათ შორის, მდინარეზე დაგეგმილი სხვა პროექტებისა ან/და კლიმატის ცვლილების ზემოქმედება მდინარეში წყლის  ხარჯის ოდენობაზე;

- აქტიურად  იმუშაოს დარიალ ჰესის ინვესტორთან, რათა ამ უკანასკნელმა  გაასაჯაროოს მდინარეში არსებული წყლის ოდენობის განახლებული მონაცემები;  სასურველია პროექტის ექსპლუატაციის დაწყებამდე; და დაასაბუთოს რომ მდინარეში არსებული წყლის ოდენობა უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების და კონკრეტულად, ნაკადულის კალმახის შენარჩუნებას.

მწვანე ალტერნატივამ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდამ“ 2014 წლის 22 ნოემბერს შეიტანეს საჩივარი EBRD-ს  დამოუკიდებელ გასაჩივრების მექანიზმში დარიალის ჰესისთვის კრედიტის გამოყოფის თაობაზე. საჩივარში მოსარჩლეები ითხოვდნენ  დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმისგან  დარიალი ჰესის პროექტის თავსებადობის შეფასებას  EBRD-ის შესაბამის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკებთან", - წერია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ივნისი
24 ივნისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარ ...

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აირჩიეს. მოსამართლეებმა მხარი გიორგი მიქაუტაძის კ ...
24 ივნისი
24 ივნისი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოთხი ახალი მოსა ...

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს ოთხი  მოსამართლე წევრი აირჩიეს. ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ ...
24 ივნისი
24 ივნისი

LIVE: შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! ...

შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! - შშმ პირები აქციას მართავენ. აქცია რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. ა ...
^