Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზალბერი: მე, ევროკავშირის წარმომადგენელი, მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

19 მაისი, 2017 18:29

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჰერბერტ ზალბერი ცხინვალში გაკეთებული განცხადების გამო, დღეს საგარეო უწყებაში დაიბარეს. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ცხინვალში გამართულ არჩევნებს. 

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენთვის ეს უდავოა. მე, როგორც ევროპული კავშირის წარმომადგენელი, მხარს ვუჭერს ამას და ყველგან ხაზს ვუსვამ. რაც შეეხება არჩევნებს, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირი  არ აღიარებს იმ ფორმას, რომლითაც ეს არჩევნები გაიმართა. მეც, ასევე, ამ პრინციპს ვუჭერ მხარს. ამავდროულად ევროკავშირი მოწოდებულია, რომ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში, თავისი წვლილი შეიტანოს და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ევროკავშირი და პირადად მე ჩართულნი ვართ ჟენევის მოლაპარაკებებში“,- განაცხდა ჰერბეტ ზალბერმა. 

ზალბერი რამდენიმე დღის წინ სოხუმში იმყოფებოდა, მანამდე კი ცხინვალში გამართა შეხვედრები. გავრცელებული ინფორმაციით ზალბერი სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და  თანამდებობის დაკავება მიულოცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^