Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამიშვილი სახაზინო ადვოკატის დანიშვნაზე: ესაა მცდელობა, ამ საქმეს ჩამოგვაშორონ

19 მაისი, 2017 18:38

„ესაა პროკურატურისა და სასამართლოს მცდელობა, რომ ჩვენ, გიორგი მამალაძის ადვოკატები ამ საქმეს ჩამოგვაშორონ“,- ასე აფასებს გიორგი მამალაძის უფლებების დამცველი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას.

როგორც მან „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სახაზინო ადვოკატის დანიშვნას კონკრეტულ გარემოებებში ითვალისწინებს. მაგალითად, თუ ბრალდებული არასრულწლოვანია; არსებობს ინტერესთა კონფლიქტი; საქმეში ჩართული ადვოკატი დააკავეს ან ადვოკატთა ასოციაციამ შეუჩერა საქმიანობის უფლება; თუ დაცვის ქვეშ მყოფი თავად იტყვის უარს კონკრეტულ ადვოკატზე. რამიშვილის თქმით,  ახლა არცერთი ეს გარემოება არ არსებობს.

„მათ რატომ უნდა დაუნიშნონ ადვოკატი, როცა მამა გიორგი მამალაძეს თავად შეუძლია ადვოკატის არჩევა ან უარის თქმა. მათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ ჩვენ ამ საქმეს ჩამოგვაშორონ და მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნონ, ამიტომ ჩვენ ბოლომდე ვრჩებით საქმეში და დაიცავთ მის უფლებებს".

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მომდევნო პროცესზე გიორგი მამალაძის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ადვოკატების დღევანდელ ქმედებას მოჰყვა, რომლებმაც, მამალაძის მოწოდების შემდეგ, სხდომის დარბაზი დატვოვეს. 

 სასამართლო განხილვა 30 მაისს 11:00 საათზე გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა ამ პროცესს ბრალდებული. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მათ დღეს მამალაძესთან საუბარი ვეღარ მოასწრეს და ბრალდებულს, სავარაუდოდ, ორშაბათს გაესაუბრებიან. 

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა

„ციანიდის საქმეზე“ სასამართლო პროცესი ადვოკატებმაც დატოვეს

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა

პროკურატურა „ციანიდის" პროცესის დახურვას საქმეში ინტიმური დეტალების არსებობის გამო მოითხოვს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^