Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეშახტეების სოლიდარობის აქციაზე დაკავებულ 3 პირს სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

19 მაისი, 2017 19:38

მეშახტეების სოლიდარობის აქციაზე დაკავებულ 3 მოქალაქეს სასამართომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 250-250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით
იყვნენ დაკავებულნი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

EMC-ის იურისტის ანი ნასრაშვილის განმარტებით, მათ სასამართლომ ჯარიმა მხოლოდ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლის დარღვევისთვის დააკისრა, ხოლო წვრილმანი ხულიგნობის მუხლი მოუხსნა.

ადვოკატის ინფორმაციით, სამივე მათგანი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

აქცია რუსთველის გამზირზე მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ  ტყიბულის შახტების საშახტო აწევის ზეინკლები, კლეტის რემონტის დროს 350 მეტრზე მეტი სიმაღლიდან შახტში ჩაცვივდნენ. საწარმოო შემთხვევის შედეგად ოთხი მუშა დაიღუპა. 

აქციაზე დაკავებულები იყვნენ პროფკავშირის თანამშრომლები: ილია ლეჟავა და გოგა ბრეგვაძე, ასევე აქციის ერთ-ერთი მონაწილე რამაზ მამაიაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^