Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მზიურში ფილმის ჩვენება შეწყდა - პოლიცია კაფეში ბომბს ეძებს

19 მაისი, 2017 20:21

"ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, პოლიციაში მზიურის პარკში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა.ფილმის ჩვენებაზე მისულ მაყურებელს პოლიცია პარკის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. 

"ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, ფილმის ჩვენება შეწყდა, მაყურებლები პარკის ტერიოტორიას ტოვებს.  აღნიშნული ინფორმაცია "ლიბერალს" შსს-შიც დაუდასტურეს. 

ფილმის ჩვენებაზე მისული მარიამ საჯაიას თქმით, პოლიციამ ორგანიზატორებს ჩვენების შეწყვეტა ფილმის დაწყებიდან 5 წუთში სთხოვა და უთხრა, რომ 112-ზე მზიურის კაფეში ბომბის არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება. მისივე თქმით, ფილმის ჩვენებაზე მაყურებელს ჯერ პარკის ტერიოტორია არ დაუტოვებია და ელოდებიან პოლიციის მითითებებს. 

"ველოდებით რას გადაწყვეტს პოლიცია. პარკის გარეთ მობილიზებულები არიან ადამიანები რომლებიც აქ ჩვენს დასარბევად მოვიდნენ. იმედია პოლიცია უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას და პარკის ტერიოტორიას უსაფრთხოდ დავტოვებთ" - განუცხადა "ლიბერალს" მარიამ ქაჯაიამ. 

მზიურთან სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა, ისინი ფილმის, "პრაიდის" ჩვენებას აპროტესტებენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 აგვისტო
18 აგვისტო

გიორგი სიგუა: საგამოძიებო სამსახურში ფეს ...

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვიდან შესვენებაზე გამოვიდა. ...
18 აგვისტო
18 აგვისტო

სემეკის სხდომათა დარბაზში „ლეიბორისტული ...

საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა ხმაურის გამო შეჩერდა. სხდომათა დარბაზში & ...
18 აგვისტო
18 აგვისტო

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფი ...

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. მისი თქმით, ...
^