Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძეგლთა დაცვა: ეკლესიის ეზოში უნებართვო სამუშაოები იყო შეცდომა და არა დანაშაულებრივი ქმედება

22 მაისი, 2017 16:34

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში შუა საუკუნეების პერიოდის ეკლესიის ეზოში რამდენიმე კვირის წინ სასულიერო პირებმა დაიწყეს ეკლესიის გალავნისა და ეზოს კეთილმოწყობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თუმცა ეს ფაქტი შეთანხმებული არ ყოფილა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.

სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოებს ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ დაქირავებული მუშები აწარმოებდნენ.  უნებართვო სამუშაობის შესახებ სააგენტომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ შეიტყო. გავრცელებული ინფორმაციით,  ეზოში მიმდინარე სამუშაოების დროს სამარხები გახსნეს, ძვლები კი ხევში გადაყარეს.

„სამხრეთის კარიბჭის“  მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, ამას ადგილობრივი მოსახლეობა ადასტურებს, თუმცა ამ ინფორმაციას  „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში“ უარყოფენ და ამბობენ, რომ მოინიტორინგის დროს ძვლები ტომრებით ეკლესიის ეზოში ეწყო.

სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით, სამარხები, სავარაუდოდ, XIV-XV საუკუნეებს განეკუთვნება, თუმცა ჯერჯერობით ესეც შესწავლის საგანია და საჭიროა სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევა, ზუსტი პერიოდის დასადგინად. 

„სამარხის ძვლები აწყვიტის ეკლესიის ეზოში ერთი კვირის წინ დაწყებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა, რომელიც ტაძრის გალავნის რეკონსტრუქციასა და ეზოს მოწყობას ითვალისწინებდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ეკლესიის ეზოში მოთხრილი მიწის მასივის ზედა შრე გასული საუკუნის შუა წლებში იყო დაყრილი, რამაც ზედაპირზე სამარხების კვალი წაშალა. დადგინდა, რომ მშენებლებისთვის ადგილზე საფლავების არსებობა უცნობი იყო. ამავდროულად, მშენებლობის პროცესის დაწყება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა“,- წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

კითხვაზე,მომხდართან დაკავშრებით დადგება თუ არა  კანონდარმღევევის პასუხისმგებლობის საკითხი სააგენტოში გვინმარტავენ, რომ  ეს არ იყო მიზანმიმართული დარღვევა და შესაბამისად დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, ისინი მომხდარს შეცდომად აფასებენ.  

„ეკლესიას არ აქვს ძეგლის სტატუსი და ჩვენ დაწყებული გვაქვს პროცედურები, რომ მივანიჭოთ ძეგლის სტატუსი. მაგრამ რაკი შუასაკუნოვანი ხანის ეკლესიას ეხებოდა სამუშოები, ეს აუცილებლად ითვალისწინებდა იმას, რომ სამუშაოები შეთანხმებული ყოფილიყო სააგენტოსთან. თუმცა, რაკი უშუალოდ ეკლესიაზე არ მიმდინარეობდა სამუშაოები, შეცდომით ჩათვალეს, რომ ეს შეთანხმება აუცილებელი არ იყო სააგენტოსთან.  ამიტომაც წააწყდენენ მოულოდნელ ფაქტს. შეურიაღებელი და არქეოლოგიური სამუშაოების გარეშე იქ შეუძებელი იყო ამისი შემჩნევა“.- ამბობს სააგენტოს პრესამსახურის წარმოამდგენელი. 

კითხვაზე, აუცილებელი იყო თუ არა მსგავსი სამუშაოების ჩატარებამდე არქოლოგიური კვლევა, სააგენტოდან  გვპასუხობენ, რომ: „აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო არქეოლოგიური სამუშაოები  და ეს იყო შეცდომა, მაგრამ არამიზანმიმართული შეცდომა. ეს არ ყოფილა დანაშაულებრივი ქმედება, ჩვენი მონიტორინგის შედეგად ასეთი სურათი გამოიკვეთა“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსაუხირის წარმომადგენელი ბექა ბარამიძე აღნიშნავს, რომ  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია დადგეს  ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი. 

კითხვაზე, ამ შემთხვევაში მიეცათ თუ არა გაფრთხილება სასულიერო პირებს უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების გამო და ეს გაფრთხილება თუ აისახება გაფრთხილებების სიაში, სააგენტოდან „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ: „მომხდარი სააგენტოს ანგარიშში იქნება ასახული“.

შეგახსნებთ, რომ ამჟამად სააგენტოსა  ახალციხე-ტაო-კლარჯეთის ეპარქიის შეთანხმებით საფუძველზე  სამუშაოები შეჩერებულია. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^