Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერია: გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები „დიდუბეში" კონსტრუქციების გატანით დასრულდა

23 მაისი, 2017 11:40

თბილისის მერიის ინფორმაციით, „დიდუბის“ და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს, რითაც დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია.

„ერთდროულად ორ ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი ღონისძიებები. ეს არის მეტროსადგურ „დიდუბისა“ და გადასასვლელი ხიდის ტერიტორია. ამ ადგილებიდან გააქვთ რკინის კონსტრუქციები, რომელიც განკუთვნილი იყო გარევაჭრობისათვის. ბაზრის დირექციასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ 160 გარემოვაჭრე ბაზრის ტერიტორიაზე 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. ამით დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები სრულდება", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა.

მერიაში აცხადებენ, რომ ბაზრობების ასოციაცია, ექვსი თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობისთვის ადგილებს დაუთმობს, ბაზრობების დირექცია კი მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.

„გარემოვაჭრეებს პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ" - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^