Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება ეთერში გასვლამდე განადგურდა

23 მაისი, 2017 13:19

20 მაისს „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გასვლამდე განადგურდა. ამის შესახებ „სტუდია მონიტორმა“ Facebook გვერდზე  გუშინ დაწერა. ჟურნალისტური გამოძიება ცხვრის ბიზნესს ეხებოდა.

„შაბათს, 20 მაისს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში უნდა გასულიყო „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება ცხვრის ბიზნესის შესახებ. ანონსის გავრცელების შემდეგ, გადაცემის ეთერში გასვლის წინა დღეს, 19 მაისს, სამწუხაროდ, გაურკვეველი მიზეზის გამო, დამონტაჟებული გადაცემა განადგურდა. სპეციალისტის შეფასებით, მყარი დისკის დაზიანება, სავარაუდოდ, ქსელში გაშვებულმა ვირუსმა გამოიწვია, რის გამოც ჟურნალისტური გამოძიება ეთერში ვერ გავიდა. „სტუდია მონიტორი“ განაგრძობს ამ გადაცემაზე მუშაობას და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ“, - წერია „სტუდია მონიტორის“ განცხადებაში

როგორც „ლიბერალს“ „სტუდია მონიტორის“ ხელმძღვანელმა, ნინო ზურიაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ფაქტზე შსს-სთვის არ მიუმართავთ. 

„არ მივმართეთ პოლიციას, რადგან აზრს ვერ ვხედავთ“, - ამბობს ზურიაშვილი. 

ნინო ზურიაშვილის თქმით, გადაცემას რამდენიმე დღეში აღადგენენ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^