Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტის აზრით, რაც თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებით ხდება, ევროპული მმართველობის საწინააღმდეგოა

23 მაისი, 2017 14:46

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ის, რაც ახლა ხდება თვითმმართველობასა და თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში, არის ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენცია და აფერხებს სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 


„პირველ რიგში შეგახსენებთ თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას. საქართველოს პარლამენტში ქარტიის რატიფიცირება მოხდინა 2004 წელს. ქარტიის მთავარი პრინციპია თვითმმართველობის განვითარება, გაღრმავება და არა შესუსტება და შეზღუდვა. ევროპაში, რომლის ნაწილიც არის საქართველო და საითკენაც მივისწრაფით ჩვენ, თვითმმართველობა არის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი. პრეზიდენტის აზრით, ის, რაც ახლა ხდება თვითმმართველობასა და თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში, არის ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენცია და აფერხებს სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას, ვინაიდან თვითმმართველობის ფუნქციის დაკნინება პირდაპირპროპორციულია რეგიონების ეკონომიკურ ზრდასთან, თვითმმართველობის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, სახელმწიფო და სამოქალაქო ფუნქციონირება, ვინაიდან თვითმმართველობა არის უმთავრესი დემოკრატიული და პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^