Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სურსათის ეროვნული სააგენტო: დარღვევების გამო საწარმოო პროცესი 23 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა

24 მაისი, 2017 12:16

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო 63 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, საწარმოო პროცესი კი 23 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო 15-21 მაისის სახელმწიფო კონტროლის შედეგებს აქვეყნებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტურად შემოწმდა 295 ობიექტი (112 ბიზნესოპერატორი თბილისში),  მათ შორისაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის  მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 226 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 79 ბიზნესოპერატორი;  ზედამხედველობა განხორციელდა 8 ბიზნესოპერატორთან.ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 64 ნიმუში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^