Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც ლაშა თორდია ფიგურირებს, განცხადებას ავრცელებს

24 მაისი, 2017 14:18

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2016 წლის დეკემბერში თბილისში ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც ლაშა თორდია ფიგურირებს, განცხადებას ავრცელებს. 2016 წელს ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა. ლაშა თორდია ადასტურებს, რომ ის არის იმ ვიდეოკადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

„პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ მას ეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინა და ვიდეოჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, არ შერჩება. აუცილებლად იქნება გამოძიებული, როდის დაიბარეს ეს ადამიანები, ამ კლუბის თანამშრომლები, რა ზეწოლა განხორციელდა მათზე და ყველა აგებს პასუხს დანაშაულისთვის”, - განაცხადა დღეს თორდიამ. 

შსს განცხადებას „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარი „პ.ა.მ კლუბის“ ერთ-ერთი თანამშრომლის, დ.გ.-ს შეტყობინების საფუძველზე, მუქარის ფაქტზე, დაიწყო გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

შეტყობინების თანახმად, აღნიშნულ ბარში დ.გ.-ს უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა და დაემუქრა.

გამოძიების დაწყებისთანავე, მოწმის სახით გამოკითხული ბარის თანამშრომლების: 2016 წლის 24 დეკემბერს გამოკითხული - დ.გ-ს, ხოლო 26 დეკემბერს გამოკითხული ლ.ა.-ს და ჯ.დ.-ს ჩვენებებით, მათთვის უცნობი მამაკაცი ბარში მუსიკისთვის ხმის არ აწევის გამო იარაღით ხელში თავს დაესხა დ.გ.-ს და იარაღი სახის არეში რამდენჯერმე დაუმიზნა. აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამი იყო და სიტუაციის განმუხტვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი თანხმლები პირის ჩარევის შედეგად. მოწმეების ჩვენებით, ხსენებული მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა და მისი მხრიდან დ.გ-ზე განხორციელებულმა თავდასხმამ მათში მუქარის განხორციელების რეალური შიში გამოიწვია. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა თ.ბ.-მ და გ.კ.-მ დაადასტურეს ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები.

გამოძიების ფარგლებში, 2016 წლის 26 დეკემბერს საგამოძიებო ორგანოს ბარის მენეჯერმა თ.ბ.-მ წარუდგინა 24 დეკემბერს კაფე-ბარი „პ.ა.მ კლუბში“ განვითარებული მოვლენების ამსახველი, შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც შესწავლის შემდეგ, მტკიცებულების სახით, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

ამ ეტაპზე, საქმეზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა ვიდეოკადრების ავთენტურობის დადგენის მიზნით. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^