Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

24 მაისი, 2017 21:37

24 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ტრადიციულად, ეს დღე მაისის მე-3 კვირა დღეს, 1983 წლიდან აღინიშნება, მოწოდებას კი მსოფლიოს 115 ქვეყანა და დაახლოებით 1200 საზოგადოებრივი ორგანიზაცია უერთდება.

„დღეს ჩვენი აქციით ერთგარ სოლიდარობას ვუცხადებთ დაახლოებით 4 000 ადამიანს, რომელიც აივ-ინფექცია/შიდსის მკურნალობას გადის. დღეს არის შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე და ამ აქციით ერთგვარი პატივი გვინდა მივაგოთ ამ ადამიანების ხსოვნას. ასევე გვინდა სახელმწიფოს მოვუწოდოთ იმ ბარიერების აღმოფხრისკენ, რომელიც ამ ადამიანების წინაშე დგას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბარიერია მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, ვინაიდან აივ-ინფექცია/შიდსით ინფიცირებულთაგან დაახლოებით ნახევარი სწორედ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები არიან. რესპრესიული ნარკოპოლიტიკიდან გამომდინარე, მათი მკურნლობაზე დამყოლობა და სერვისცენტრამდე წვდომა კიდევ უფრო პრობლემატური ხდება, ვინაიდან სახელმწიფო მათ დევნასა და დასჯაზეა ორიენტირებული, შესაბამისად მათი მკურნალობა ისეთი ხარისხიანი და ეფექტიანი ვერ იქნება, როგორც ეს საჭიროა“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას თემო ხატიაშვილი, „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წევრი.

„როდესაც არსებობს კრიმინალიზების შიში, ადამიანები არ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს მკურნალობისთვის და გამოკველევებისთვის. იმისთვის, რომ ავიცილოთ ჯანდაცვის კრიზისები, თუნდაც ამისთვის არის საჭირო [ნარკოტიკების მოხმარების] დეკრიმინალიზება, - ამბობს ნინო დარსაველიძე, „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წევრი.

მან ყურადღება ასევე გაამახვილა აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზე. „როდესაც ვხედავთ ახალგაზრდებს, მივდივართ მათთან და ვაძლებთ ამ ბუკლეტებს. ვთხოვთ, რომ გაეცნონ ამ ინფორმაციას, გააცნობიერონ, რომ ეს არის  მდგომარეობა, რომელიც ნებისმიერ ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს და რომ დროული მიმართვიანობა არის გარანტი, რომ იყო კარგად და გააგრძელო სრულფასოვანი ცხოვრება“.

სათემო ორგანიზაცია „რეალური ხალხი, რეალური ხედვას“ წარმომადგენლის ლაშა თვალიაშვილის თქმით, რაც უფრო მალე გაიგებს ადამიანი მისი სტატუსის შესახებ, მისთვის უფრო ადვილი იქნება ყველა იმ ბარიერების გადალახვა, რაც მის ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს.

„დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ მთელ რიგ გვერდით მოვლენებს, რიგი დაავადევების გართულობას. რაც შეეხება სიცოცხლის ხანგრძლივობას, მედიკამენტების ფონზე, კვლევების მიხედვით, 30-40 წელი ადამიანს გარანტირებული აქვს სიცოცხლე. მით უმეტეს, თუ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს და მიყვება მკურნალობის რეჟიმს, ის ძალიან კარგად იგრძნობს თავს. ქმნიან ოჯახებს, ჰყავთ ჯანმრთელი ბავშვები და ა.შ.“ - ამბობს თვალიაშვილი.

რაც შეეხება აივ ინფექციის გადაცემის გზებს, არსებობს მისი გადადების 3 ძირითადი გზა:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტით აივ ინფიცირებულ პირთან;
  • ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;
  • ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა აივ-ინფიცირებულთან:

  • ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;
  • დახველებით , ცემინებით;
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;
  • საცურაო აუზით სარგებლობით;
  • კოღოსა და მწერების ნაკბენით;
  • აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში;

აივ ინფექცია შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა.

საქართველო ინფექციის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება, თუმცა შემთხვევები ზრდადია. 2017 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში რეგისტირებულია 6 311 შემთხვევა. მათგან შიდსი განუვითარდა  3 507 პაციენტს. აივ დადებითი ადამიანების 43,8% ნაროტიკების მომხმარებელია. ამჟამად ანტივირუსულ მკურნლობაზე 3786 პაციენტი იმყოფება.

24 მაისს აქცია თბილისის გარდა ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისსა და სამტრედიაში აღნიშნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^