Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: კანონპროექტით, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევებზე კანონმდებლობა მკაცრდება

25 მაისი, 2017 11:28

გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევებზე კანონმდებლობა მკაცრდება,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და ნარჩენების მართვის კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტები განიხილება. 

„მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებისა და ნადირობის წესების დარღვევის შემთხვევაში. გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს უფლებამოსილება მიეცემათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისას ადგილზე მოახდინონ ოქმის გამოწერა, დაჯარიმება. კანონპროექტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაშიც მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^