Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი - დასაქმებული დაცული უნდა იყოს და ეს თავად დამსაქმებლის ინტერესებში უნდა შედიოდეს

25 მაისი, 2017 14:51

„ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც სამუშაო პროცესს ეწირებიან, ჩვენი - საზოგადოებისა და სახელმწიფოს ვალდებულებაა", - ამის შესახებ შრომის ინსპექციის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. 

მარგველაშვილის თქმით, მძიმეა და ტრაგიკული ის სტატისტიკა, რომელიც სამუშაო ადგილზე საწარმო ტრავმებით დაშავებული და დაღუპული დასაქმებულების კუთხით გვაქვს:

„აბსურდია ადამიანების რიცხვებით მოხსენიება და დათვლა, მაგრამ შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული ტრაგიკული და მძიმე მდგომარეობა ამას გვაიძულებს. კანონმდებლობის აღსრულების მნიშვნელობას რომ თავი დავანებოთ, დამსაქმებელს უნდა ესმოდეს, რომ მას აქვს ჰუმანური და ეთიკური ვალდებულება, ადამიანები არ იღუპებოდნენ შრომის დროს. თუმცა, ამის მოთხოვნა რთულია გარკვეული სამართლებრივი ჩარჩოებისა და მექანიზმების გარეშე, ამიტომაა საჭირო ქვეყანაში იყოს ეფექტიანი შრომის ინსპექცია", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

მარგველაშვილმა ისაუბრა იმ ბალანსის დაცვაზე, რომელიც საჭიროა როგორც ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების გაზრდის, ასევე მშრომელთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის კუთხით. მან თქვა, რომ ერთ მხარესაა ადამიანის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ღირსება, მეორე მხარეს კი ბიზნესის განვითარების აუცილებლობა:

„ამ ორ კომპონენტს შორის ბალანსის დაცვაში უნდა დაგვეხმაროს ინსპექცია. თუ ჩვენ მაღალ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბიზნესის განვითარებას სჭირდება ადამიანების ღირსებაზე დამყარებული გარემო. დასაქმებული უნდა იყოს დაცულ გარემოში და ეს თავად დამსაქმებლის ინტერესებში უნდა შედიოდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

კონფერენცია დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდმა (FES) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ერთობლივად გამართა. პრეზიდენტთან ერთად შრომის ინსპექციის მომავალზე სახალხო დამცველმა, დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^