Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იზორია: უნდა მივუახლოვდეთ NATO-ს სტანდარტს და აღჭურვილობის დაფინანსება 20%-მდე გავზარდოთ

27 მაისი, 2017 10:19

კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ თავდაცვის ბიუჯეტი აღჭრვულობაზე იყოს მიმართული - ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 20%-მდე უნდა გაიზარდოს. 

„თუკი უწინ თავდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 2% იყო, წელს ბიუჯეტი არის 6% - სამჯერ მეტი გახდა. მაგრამ ჩვენთვის სტრატეგიული ამოცანაა, მივუახლოვდეთ NATO-ს სტანდარტებს სამი წლის განმავლობაში და გავხადოთ აღჭურვილობის დაფინანსება 20%" - თქვა იზორიამ. 

მან რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

„ჩვენ, როგორც ერთ-ერთი მნიშნელოვანი ქვეყანა, რომელიც ძალიან მნიშნელოვან რეგიონშია განთავსებული, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ NATO-სთან ერთად განვსაზღვროთ პოლიტიკა, რომ ჩვენი რეგიონი იყოს უფრო უსაფრთხო და საფრთხეების შეკავების რელაური მექანიზმები იყოს უზრუნველყოფილი" - თქვა იზორიამ. 

თბილისში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^