Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იზორია წვევამდელთა სისტემაზე: პროფესიული არმიის ჯარისკაცის შენახვა 3-ჯერ მეტი გვიჯდება

27 მაისი, 2017 11:44

თუკი ერთი წვევამდელის უზრუნველყოფა სახელმწიფოს 9000 ლარი უჯდება, პროფესიული არმიის წარმომადგენლის უზრუნველყოფა 3-ჯერ მეტი, დაახლოებით 27 000 ლარი უჯდება სახელმწიფოს - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, ერთ-ერთი დელეგატის შეკითხვის პასუხად განაცხადა. 

იზორიას თქმით, NATO-მ კრიზისების მენეჯმენტის პოლიტიკა 2014 წლიდან შეკავების პოლიტიკით შეცვალა, რომელიც რუსული საფრთხის შეკავებას გულისხმობს. მინისტრის თქმით, ამან დღის წესრიგში ახალი სტრატეგიული მიდგომები და მიმართულებები დააყენა. 

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ტოტალური თავდაცვის კონცეფცია. საფრთხესთან ადაპტირება ნიშნავს ადაპტირების შესაძლებლობას, შესაბამისი რაოდენობის სამხედრო პერსონალის ყოლას, შესაბამისად - საზოგადოების მეტ ჩართულობას. არამხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების, არამეტ უწყებათაშორისი თანამშრომლბის გააქტიურებას, ხარისხის მეტ უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, მთელ რიგ ქვეყნებში დღესაც გრძელდება დისკუსია, რამდენად მიზანშეწონილია წვევამდელთა სისტემის აღდგენა, რომელიც ზოგიერთმა ქვეყანამ გააუქმა. განსაკუთრებით, მცირე ერებისთვის, რომლებიც ამ საფრთხეს [რუსეთს] ესაზღვრება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვევამდელთა სისტემის აღდგენა, რაცა გავაკეთეთ კიდეც" - თქვა მინისტრმა. 

მისი თქმით, სწორედ ამიტომ იყო საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმ ქვეყნებთან ურთიერთბის გააქტიურება, რომლებიც საქართველოს მსგავსად უშუალოდ ესაზღვრებიან ამ საფრთხეს. 

„2014 წლის შემდეგ ჯერ ლიტვამ აღადგინა წვევამდელთა სისტემა. 2017 წელს - შევედეთმა. შესაძლებლობა მოგვეცა, შვედეთში დეპუტატებთან გვესაუბრა ამ საკითხზე და დავასაბუთეთ NATO-ს საერთო სტრატეგიიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია ტოტალური თავდაცვის კონცეფციის უზრუნველყოფა, რომელიც მხოლოდ პროგრესული არმიის ყოლას არ ნიშნავს. სწორედ ამ კურსისკენ მივიდივართ ჩვენც" - თქვა მინისტრმა. 

იზორია: უნდა მივუახლოვდეთ NATO-ს სტანდარტს და აღჭურვილობის დაფინანსება 20%-მდე გავზარდოთ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^