Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში

28 მაისი, 2017 13:58

„ყველაზე ძლიერი გზავნილი, რომელიც აფხაზებისა და ოსებისთვის გვაქვს, არის ის, თუ როგორ თანავცხოვრობთ ეთნიკურ უმცირესობებთან, რომლებიც საქართველოში მრავლად არიან წარმოდგენილნი“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.

მინისტრმა დელეგატებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა გააცნო. მან იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც მშვიდობის შენების პროცესში არსებობს.

მისი თქმით, შერიგების გზაზე მნიშვნელოვანია აფხაზებმა იცოდნენ, რომ მათი ეთნიკური იდენტობა დაცული იქნება.

„ჩვენ გვაქვს უმცირესობათა ინტეგრაციის ყოვლისმომცველი სტრატეგია. ვპასუხობთ გამოწვევებს და უზრუნველვყოფთ, რომ მათი იდენტობა იყოს დაცული, იყვნენ ინტეგრირებულნი ცხოვრების ყველა სფეროში, პოლიტიკურად  და ეკონომიკურად ჩართულები. საქართველოში დღეს დაახლოებით 13% არის არაეთნიკური ქართველი. მულტიეთნიკური ერი ვართ. გვაქვს საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა არაქართულენოვანი სკოლებისა, სადაც განათლებას უმცირესობები თავიანთ ენებზე იღებენ. აფხაზური ენა კონსტიტუციით არის დაცული. ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს ენა, რომელიც ნაწილია აფხაზური იდენტობისა“ - თქვა მინისტრმა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კესტუსის ჯანკაუსკასმა აღნიშნა, რომ მისიისთვის მთავარ გამოწვევად აფხაზურ და ოსურ მხარესთან წვდომის ნაკლებობა რჩება.

„უფრო ფართო კონტექსტში მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენები - ე.წ. არჩევნები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ე.წ. რეფერენდუმი სახელის შესაცვლელად - ყველა ეს ფაქტორი გაურკვევლობას ქმნის პოლიტიკური გარემოს შესახებ, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებთანაა დაკავშირებული, რაც ხელს არ უწყობს კონფლიქტის მოგვარებას“ - თქვა ელჩმა.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი მაიკ ტარნერი დაინტერესდა, თუ რატომ აპელირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმაზე, რომ ამ პროცესში მიუკერძოებელია, როცა საქმე ადამიანის უფლებებს ეხება.

ჯანკაუსკასმა კი პასუხად აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისიას არ აქვს პოლიტიკური ხასიათი, არამედ მისი ფუნქცია ადგილზე ვითარების შესწავლაა.

„ჩვენი მისია ადამიანთა უფლებების დარღვევების შესახებ აგროვებს ინფრომაციას. ვაკვირდებით გადაადგილების თავისუფლებით, კერძო საკუთრებით სარგებლობის პროცესებს, ადამიანთა დაკავების ფაქტებს... ეს ინფორმაცია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გადაეცემა. იმისთვის, რომ ადგილზე ვიმუშაოთ, ადამიანებს გავესაუბროთ, ორივე მხარის ჩართულობა გვჭირდება. ეს არ არის პოლიტიკური მისია, ამისთვის სხვა ორგანოები არსებობს ევროკავშირში“ - თქვა ელჩმა.

სხდომაზე კონფლიქტის მოგვარების პროცესში რუსული პროპაგანდის გავლენაზეც ისაუბრეს. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა აძლიერებს განწყობებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თითქოს „ქართულ მხარესთან კონტაქტი ცუდია“.

მისი განმარტებით, ამ სტერეოტიპების დანგრევა იმ პროგრამებითაა შესაძლებელი, რომელთაც სახელმწიფო მათ სთავაზობს, მათ შორის -ჯანდაცვის პროგრამებით, გასართობი ღნისძიებებით, ტურიზმით...

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განმარტებით, საერთშორისო პროგრამებით საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაახლოებით 120 მლნ ევრო იხარჯება. ქეთევან ციხილაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ სიკეთეებს საკუთარი პროგრამები დაუპირისპიროს.

„8 მლნ დავხარჯეთ გასულ წელს ვაქცინებზე, დიაბეტის, ტუბერკულოზის , HIV-ის და სხვა დაავადებების მკურნალობაზე. აფხაზეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ამ სერვისებით სარგებლობენ; დაახლოებით - 2000 ადამიანამდე. ახლა რუსეთი ცდილობს, ალტერნატიული პროგრამების შეთავაზებით შეეწინააღმდეგოს ამას. ჩვენი ამოცანაა, ოკუპაციაზე წნეხი გავახანგრძლივოთ. დღის წესრიგში უნდა დარჩეს საკითხი, რომ საქართველოს სტარატეგია კონსტრუქციულია და იგი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართლი, მათ შორის, არც რუსეთის“ - თქვა მინისტრმა.

ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს ფედერაცია, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ბიუჯეტის დაახლოებით 60%-ს, რაც ამ უკანასკნელს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.  

სახელმწიფო მინისტრმა დელეგატებს მიმართა, დაეხმარონ ქვეყანას განვითარებაში, რადგან, მისი თქმთ, „კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი გზა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის კარგი პირობების შეთავაზებაა, რასაც მეტი ინვესტიციები განაპირობებს“.

საქართველოს დახმარების სურვილი ხმამაღა გააჟღერეს კანადელმა და იტალიელმა დელეგატებმა.

„კანადა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა დამატებითი ზომები შეგვიძლია მივიღთ თქვენს მხარდასაჭერად?კანადამ უკვე გაატარა ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. დავაწესეთ ფინანსური შეზღუდვები, ისევე როგორც შეზღუდვები იმპორტ-ექსპოერტზე. რა დამატებით ზომები შეგვიძლია  მივიღოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გაწყვეტისთვის?“ - თქვა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დელეგატმა კანადიდან.

იტალიელი დელეგატის თქმით კი „იტალია ყოველთვის მხარდს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^