Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატის გაუქმებას მოითხოვს

29 მაისი, 2017 12:41

დღეს გამართულ პრესკონფერენვიაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა განაცხადა, რომ გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატი უნდა გაუქმდეს. მისი შეფასებით, გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებისთვის სადამსჯელო მექანიზმად გადაიქცა.

„განათლების სისტემაში შექმნილი საგანგაშო სტატისტიკა და ვითარება ადასტურებს, რომ სასკოლო რეფორმა შუა გზაზეა მიტოვებული და მისი ერთ-ერთი კომპონენტი, გამოსაშვები გამოცდები, რომელიც მოსწავლეებისთვის მასტიმულირებელი უნდა ყოფილიყო, რეფორმის დანარჩენი კომპონენტების ჩავარდნის გამო სადამსჯელო მექანიზმად გადაიქცა.
სწორედ ამიტომ ბავშვი მარტო, პირისპირ დარჩა იმ ბარიერთან, რომელიც მას წარმატებული მომავლისკენ გზას უკეტავს. ჩვენ მივიღეთ ის, რომ წლიდან წლამდე ყველა საგანში დადებითად შეფასებული მოსწავლეები, სისტემაში არსებული ქაოტური მდგომარეობის მსხვერპლად იქცნენ და გამოცდაზე ჩაიჭრნენ. ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა კი ბოლო წლებში მზარდია. 2012 წელს ყოველი 100 მოსწავლიდან ჩაჭრილების რაოდენობა მხოლოდ 5 მოსწავლე იყო და რეფორმის სწორ განხორციელებას შედეგი უნდა გაეუმჯობესებინა. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ყოველი მეოთხე მოსწავლე ჩაიჭრა. საგანგაშოა ისიც, რომ განათლების მინისტრი არაადეკვატურად აფასებს ამ სიტუაციას, რაც კიდევ უფრო აზარალებს მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს. 
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ: 1. ამ ფორმატით უკვე არარელევანტურია გამოსაშვები გამოცდების ჩატარება და ის უნდა გაუქმდეს; 2. სამინისტრომ მოახდინოს არსებული პრობლემების დიაგნოსტირება და სისტემის გაჯანსაღებისათვის სასწრაფოდ გააორმაგოს სკოლების დაფინანსება; 3. განახლდეს პედაგოგთა სერტიფიცირება, მათი კომპეტენციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვის პარალელურად; 4. გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ 1000, ხოლო მომდევნო წლების განმავლობაში 1500 ლარამდე; 5. შეწყდეს სკოლების პოლიტიზება; 6. მოწესრიგდეს სასკოლო ინფრასტრუქტურა და სხვა“, - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^