
საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატები შეარჩია.
ეს კანდიდატები არიან: ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე.
„დღეს საქართველოს მთავრობას წარვუდგინე 5-პირიანი სია სტრასბურგის სასამართლოში 2017 წელს ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებიდან. ეს არის ის 3 კანდიდატი, რომლებსაც სხვებთან შედარებით უკეთესი ქულები ჰქონდათ, სწორედ ეს არის სამპირიანი გენდერულად დაბალანსებული სია. მას რამდენიმე დღეში წარვუდგენთ ევროსაბჭოს. ევროსაბჭოში არის მინიმუმ 3-ეტაპიანი ფილტრაციის პროცესი და დიდი იმედი მაქვს, ამჯერად წარმატებით დასრულდება" - განაცხადა მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, წინა სია პოლიტიკური სპეკულაციების გამო ჩავარდა, კანდიდატების დიდი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მიუხედავად.