Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

14 ქვეყანა, რომელმაც გაეროში საქართველოს ინიცირებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

02 ივნისი, 2017 14:47

1 ივნისს ქ. ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველოს და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების რეზოლუციას 80-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი; თავი შეიკავა 61-მა, ხოლო წინააღმდეგი იყო 14 ქვეყანა.

„ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ 2008 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული, მზარდი დინამიკა, თუკი 2008 წელს ამ რეზოლუციას მხარს უჭერდა მხოლოდ 14 ქვეყანა,  წელს მხარდამჭერთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა.

რეზოლუცია წმინდა ჰუმანიტარული ხასიათისაა და ხაზს უსვამს, რომ ამ ადამიანებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით გამხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებებს, დაბრუნდნენ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ, ეთნიკური კუვნილების მიუხედავად და ასევე ხაზს უსვამს მათი საკუთრების პატივისცემას და დაცვის აუცილებლობას“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 14 ქვეყანა, რომელიც საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის წინააღმდეგი იყო, არიან:  ბელარუსი, ბურუნდი, სომხეთი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^